ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

30 Jan. 2025, 11:28

ეს არის რაღაც სააკაშვილი 2-ის სცენარი. თქვენ იცით, როგორც დამთავრდა სააკაშვილის ასე ვთქვათ, სცენარი თავის დროზე. შიმშილობდა თვეების განმავლობაში ხან ასე, ხან ისე, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ფაქტი იყო ასეთი ხო, თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს მან სახეში გაარტყა ხელი ხო? ანუ, მისი ეს ასე ვთქვათ, სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან. იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი და აქედამ გამომდინარე მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, ხო, ეს ერთი!

მეორე, როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი იმ შემთხვვაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს. აი, იქ შეიძლება ჰუმანურად ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც აქტი, მხოლოდ და მხოლოდ არაადექვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნეს ჩათვლილი.[...]

პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი, ხო? სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს აქტი. და აქ არც კი გამოხატავ სინანულს. არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან. და ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…