შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა არ განიხილება. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, დამატებით ინფორმაციას მკვლელობის შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ.

35 წლის დედა და მისი 3 წლის შვილი ფონიჭალაში საკუთარ სახლში 22 თებერვალს მოკლული იპოვეს. დედას ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო არასრულწლოვანი საძინებელში დამწვარია ნაპოვნი.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით.