სტალონე, გიბსონი და ვოიტი — რა მისია ექნებათ ტრამპის "ელჩებს" ჰოლივუდში?
ფოტო: Getty Images / WireImage
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰოლივუდის "ოქროს ხანაში" დაბრუნებას აპირებს და ამისთვის კინოინდუსტრიის დედაქალაქში თავის "ელჩებს" მიავლენს. საგანგებო მისიის აღსასრულებლად კი ტრამპმა სილვესტერ სტალონე, მელ გიბსონი და ჯონ ვოიტი დაასახელა.
"დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ჯონ ვოიტი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე, როგორც საგანგებო ელჩები დიდებულ, მაგრამ ძალიან პრობლემურ ადგილას, ჰოლივუდში", — წერს არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ამატებს, რომ თავისი მიზანია "ჰოლივუდის დაბრუნება", — "იმაზე უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს სამი უნიჭიერესი ადამიანი ჩემი თვალები და ყურები იქნება, მე კი იმას შევასრულებ, რასაც ისინი მირჩევენ. როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჰოლივუდში, ისევ დადგება ოქროს ხანა".
თუმცა, როგორც ჩანს, საგანგებო ელჩებისთვის მათი ახალი თანამდებობის შესახებ წინასწარ არავის შეუტყობინებია.
"ეს ამბავი თქვენთან ერთად შევიტყვე და ზუსტად თქვენსავით გაოცებული ვარ", — განაცხადა გიბსონმა, — "რაც უნდა იყოს, გულისყურით მოვეკიდები საქმეს. ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა ჩემი, როგორც მოქალაქის, ვალდებულებაა. ისე, ნეტავ, ამ თანამდებობაზე საცხოვრებელი არაა გათვალისწინებული?".
ამ ბოლო კომენტარით მსახიობმა და რეჟისორმა მიანიშნა, რომ კალიფორნიაში ხანძრებს ცოტა ხნის წინ თავისი სახლიც შეეწირა.
გიბსონი კი, სტალონესა და ვოიტის მსგავსად, ბოლო წლებში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. არჩეულ პრეზიდენტს სტალონემ "მეორე ჯორჯ ვაშინგტონიც" კი უწოდა. თუმცა, ჰოლივუდზე არანაკლებ პრობლემური რეპუტაცია თავად მელ გიბსონს აქვს, რომელიც ანტისემიტური განცხადებების გამო წლების განმავლობაში კინოინდუსტრიის "შავ სიაში" რჩებოდა. ამის მიუხედავად, გიბსონის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი Hacksaw Ridge (2016) ოსკარის მფლობელიც გახდა, წელს კი გამოდის რეჟისორის ახალი ფილმი, Flight Risk, მარკ უოლბერგით მთავარ როლში. ამასთან, გიბსონი თავისი გახმაურებული ბლოკბასტერის, ქრისტეს ვნებანის, გაგრძელების გადასაღებადაც ემზადება.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღის იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღის იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
კომენტარები