თამთა მიქელაძე: დღეს სახალხო დამცველი მისი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას უნდა აკეთებდეს შეკრებების დარბევისა და წამების პრაქტიკაზე
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე სახალხო დამცველს სოციალურ ქსელში პასუხობს.
ლევან იოსელიანმა გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობას "სისტემურ წამებად ვერ შეაფასებს" და ეს არც თავდაპირველად უთქვამს.
იოსელიანის განცხადება გააკრიტიკა თამთა მიქელაძემ.
მისი თქმით, ლევან იოსელიანს კარგად არ ესმის საკუთარი უფლებამოსილება და ვერც პასუხისმგებლობას ითავისებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს, სახალხო დამცველის აპარატი იქნებოდა პირველი, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან აქციებზე მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს მოამზადებდა და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გაიტანდა — უფლებადაცვითი საქმიანობა სწორედ ამას გულისხმობს.
თამთა მიქელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
გუშინ სახალხო დამცველს უთქვამს, რომ
1. წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის შემთხვევები რომ სისტემური იყო, ეს ჩვენ არ გვითქვამსო.
2. მხოლოდ დაკავებული პირების მონათხრობი უჩვენებდა, რომ წამებას აღწევდა მოპყრობა, მაგრამ ჩვენ ამას ზუსტად ვერ ვიტყვით, გამოძიების ორგანო ხომ არ ვართო.
მოდით, ავხსნი რამდენიმე საბაზისო საკითხს.
რას ნიშნავს არასათანადო მოპყრობის სისტემურობა?
სისტემურობა იზომება ამგვარი მოპყრობის რაოდენობრივი მასშტაბით, მოპყრობის განმეორებადი ბუნებით (პატერნით), სამართალდამცავების და მათი ხელმძღვანელების უშუალო მონაწილეობით, გამოძიებისა და ანგარიშვალდებულების სისტემის არარსებობით, სასამართლო ან სხვა სტრუქტურული ფაქტორებით, რომელსაც არ შეუძლია ამგვარი დანაშაულების პრევენცია და დასჯა, კონკრეტული ჯგუფის მიზანში ამოღებით.
ჩვენს შემთხვევაში დაკავებული პირების 80 % ჰქონდა ძალადობის გამოცდილება, ისინი ჰყვებოდნენ სხვადასხვა დროს და ადგილას არასათანადო მოპყრობის მსგავსი მეთოდების გამოყენებას, ყვებოდნენ იმაზეც, რომ ამგვარ მოპყრობას სამართალდამცავები მათი ხელმძღვანელების თვალწინ და კონტროლის ქვეშ ჩადიოდნენ და ზოგჯერ მათი მითითებით, ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული, დასჯილი, და უფლებამოსილებაშეჩერებულიც კი, სასამართლო რჩებოდა სრულიად უმოქმედო დაკავებულების დაზიანებებისა და მათ მიერ მოყოლილი უმძიმესი ისტორიების მიმართ, გდდ-ს ძალებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც დაუსჯელობის ინსტიტუციური მიზეზია, ეს პრაქტიკა სწორედ მშვიდობიან პროტესტანტებს გავრცელდა და მათი დასჯის მიზანს ატარებდა, პოლიციელები ძალადობის დროს პირდაპირ უთითებდნენ ამას.
ამიტომ არ მესმის, რას ნიშნავს, რომ ვერ იტყვის და არ უთქვამს, რომ არასათანადო მოპყრობა სისტემური იყო?!
ანუ სახალხო დამცველის აპარატმა დაკარგა სინამდვილის ასახვის შესაძლებლობა და რეჟიმთან კოოპტაცია დაიწყო?!
აქამდე მათ მოქმედების არაეფექტიანობას ვუწუნებდით, მაგრამ ახლა სიმართლის თქმის პრობლემა დგება ესე იგი უკვე?! ამაზე აუცილებლად უნდა გააკეთოს აპარატმა მკაფიო განცხადება და გავიგოთ რა ვერ თქვა სწორედ და რისი თქმა უნდოდა ლევან იოსელიანს.
დამოუკიდებელი ორგანოების მიერ სიმართლის დადგენის საკითხი
რაც შეეხება ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ჩვენ მხოლოდ ის ვთქვით, რასაც დაკავებულები ამბობდნენო და ეს ხომ საბოლოო კვალიფიკაცია ვერ იქნებაო.
სახალხო დამცველს ასევე უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს დამოუკიდებელი მონიტორინგის მეთოდოლოგია, როცა არასაგამოძიებო აქტორებს შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის ადამიანების გამოკითხვით, სამედიცინო დოკუმენტების შესწავლით, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცოს დანაშაულებრივი პრაქტიკები. ცხადია, საბოლოო კვალიფიკაცია გამოძიებაზეა, მაგრამ როცა ასეთი გამოძიება არ არსებობს, მინიმუმ ეს ხომ უნდა თქვა და შენი მხრიდან მეთოდოლოგიურად გამართული მონიტორინგის შედეგებზე სერიოზულად და დამაჯერებლად ილაპარაკო?!
და დიახ, დაზარალებულის მონაყოლს უნდა ენდოთ, მით უფრო როცა ასეულობით ადამიანი ერთიდაიგივეს ჰყვება. დიახ, ადამიანების ნდობით იწყება უფლებადაცვითი საქმიანობა.
დღეს სახალხო დამცველი მისი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას უნდა აკეთებდეს შეკრებების დარბევისა და წამების პრაქტიკაზე და ეს ანგარიში უნდა გაჰქონდეს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
დღეს სახალხო დამცველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის გაფართოებაზე უნდა მუშაობდეს და საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალი მეთოდოლოგიების დანერგვაზე, როცა ქვეყანა ავტორიტარულ ჩიხშია შესული.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები