სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: ვგმობთ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზგასმითაა დაგმობილი საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიები — პირველ რიგში მართ მიმართ, ვინც ხელი მოაწერა საპროტესტო წერილებს, რომლის ტექსტიც ღიად ემიჯნება ქართული ოცნების 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.
"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ
ვგმობთ ბოლო კვირების განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.
გაყალბებულ არჩევნებსა და 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა უპრეცედენტო სახალხო პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ საჯარო მოხელეებიც.
ათასობით საჯარო მოხელე ღია განცხადებებით თუ პეტიციებზე ხელმოწერით გაემიჯნა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი განხორციელებული ძალადობა და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით და სიღრმისეული განხილვის გარეშე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეების პროფესიული დაცვის მექანიზმები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გზა გაუხსნა რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას საჯარო მოხელეების მიმართ. ამის შედეგად უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ათეულობით საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან. საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას, თავად გახდნენ მსხვერპლნი კონსტიტუციის დარღვევისა, შეეზღუდათ რა გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მტკიცედ დადგნენ საჯარო მოხელეების გვერდით, დაგმონ ქართული ოცნების რეპრესიული ნაბიჯები და გაზარდონ ზეწოლა მათზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს საჯარო მოხელეების უკანონო პოლიტიკური დევნა, მუქარა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება," — წერია განცხადებაში
ხელმომწერები
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG)
ჭავჭავაძის ცენტრი
სამოქალაქო საზოგაოდების ფონდი (CSF)
სამოქალაქო იდეა
დემოკრატიის მცველები
დემოკრატიის კვლევის ინსიტუტტი (DRI)
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
ევროპის ფონდი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ჯეოქეისი
საქართველოს მომავლის აკადემია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)
მწვანე ალტერნატივა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
დასავლური დემოკრატიისა და ლიდერობის ინსტიტუტი (IWDL)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
უფლებები საქართველო
საფარი
თბილისი პრაიდი
წერტილი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები