200-მდე ფსიქოლოგის საერთო განცხადება: ქვეყანაში შექმნილი კრიზისი აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას
ფოტო: Mo Se
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს 200-მდე ფსიქოლოგი (სია განახლებადია) საერთო განცხადებით ეხმაურება. ისინი პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
პეტიციაზე ხელმომწერი ფსიქოლოგების მოთხოვნაა:
- პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათზე დაუსაბუთებელი დევნის შეწყვეტას;
- საქართველოს მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის შეწყვეტას;
- ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
- პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების შეწყვეტას;
"ჩვენ, ფსიქოლოგები, პროფესიულ ეთიკაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც ჩვენთვის, განსაკუთრებით მიუღებელი და შემაშფოთებელია.
რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენება, წამება, დარბევა, დევნა, მუქარა, უკანონო დაკავებები, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ძალადობის უშუალო მსხვერპლთ, არამედ თითოეული ჩვენგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კრიზისის შედეგები განსაკუთრებით აისახება მოზარდებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე პირებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ასეთ ვითარებაში, მათი მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების როლს და ჩართულობას. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით, სისტემატურად ათავისუფლებენ იმ პირებს, რომლებიც სწორედ ამ ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობდნენ.
ჩვენთვის აგრეთვე განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფსიქოლოგიური მანიპულირების მექანიზმები (მიზანმიმართულად ინფორმაციის დამახინჯება, სტატისტიკურ მონაცემთა შეცვლა და სხვ.), რაც მიზნად ისახავს საზოგადოების (გარკვეული) ნაწილის შეცდომაში შეყვანასა და მათ განწყობებზე, ემოციებსა და ქცევაზე მანკიერ ზემოქმედებას. ფსიქოლოგიური ტექნიკების მსგავსი არაეთიკური გამოყენება ქმნის შიშის, სიძულვილის, განხეთქილებასა და დისტრესულ გარემოს, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ავტონომიას და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას საზოგადოებაში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.
დაუშვებელია 21-ე საუკუნეში ქართული საზოგადოება განვითარებულ ქვეყნებთან სახელმწიფოებრივი კავშირის გარეშე დარჩეს და, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის დაკარგვით, შეეზღუდოს ხარისხიანი ფსიქოლოგიური სერვისების მიღების შესაძლებლობა. დასავლელ დონორებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით მიღებული ადამიანური თუ მატერიალური რესურსებით საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ, და კარგად ორგანიზებული სისტემები ეფექტურ როლს ასრულებდნენ როგორც ფსიქოლოგიური სფეროს განვითარებაში, ისე ათასობით მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. კვალიფიციური სერვისების მუდმივი ხელმისაწვდომობა ემსახურებოდა საზოგადოების ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, რაც ქვეყნისთვის
სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფაქტორი იყო. ამასთანავე, საყურადღებოა, კანონმდებლობა არ არღვევდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის ბაზისურ უფლებას (როგორც ამას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" აკეთებს).
ჩვენ პეტიციის სახით მკაფიოდ ვადასტურებთ ერთგულებას ადამიანის უფლებების, ღირსებისა და ეთიკური საქმიანობის მიმართ და მკაცრად ვგმობთ ადამიანის საყოველთაო დეკლარაციით და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ უფლებების დარღვევას, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის ყველა ფორმას, რომელიც იწვევს ხანგრძლივ, ინდივიდუალურ და კოლექტიურ ფსიქოლოგიურ ტრავმას", — ნათქვამია განცხადებაში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები