Meta ფაქტჩეკინგის პროგრამას აუქმებს — კიდევ რა ცვლილებებს აანონსებს მარკ ცუკერბერგი?
Meta ასრულებს ფაქტჩეკინგის პროგრამას და Facebook-ზე, Instagram-სა და სხვა პლატფორმებზე "გამოხატვის თავისუფლების აღდგენის" პირობას იძლევა. მარკ ცუკერბერგი დღეს გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ქსელების კონტენტის მოდერაციის პრაქტიკები გასცდა დასაშვებ ზღვარს. დამატებით, ცუკერბერგი გადაწყვეტილებას შეცდომების შემცირების მიზეზით ხსნის და ამბობს, რომ პოლიტიკის გამარტივება სასიკეთო ცვლილება იქნება.
"ჩვენ ჩვენს ფესვებს ვუბრუნდებით და შეცდომების შემცირებაზე ვფოკუსირდებით, გავამარტივებთ რა პოლიტიკას და დავაბრუნებთ გამოხატვის თავისუფლებას ჩვენს პლატფორმებზე. უფრო კონკრეტულად, ფაქტჩეკერებს ჩავანაცვლებთ საზოგადოების შენიშვნების (Community Note) სისტემით, როგორიც X-ზე გვხვდება", — განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა.
ცვლილებები ძალაში შედის 2 კვირით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე — ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები ცუკერბერგსა და მეტას ხშირად აკრიტიკებდნენ "მემარჯვენე ხმების ცენზურისთვის".
"ფაქტჩეკერები პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ და ნდობა უფრო მეტად დაანგრიეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, თანდათან გადაიქცა აზრებისა და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გაჩუმების ინსტრუმენტად", — განაცხადა ცუკერბერგმა.
მიუხედავად ამისა, ცუკერბერგმა აღიარა, რომ ახალი პოლიტიკის ფარგლებში, მოდერაციის ცვლილებების გამო, პლატფონმებზე, სავარაუდოდ, მეტი მავნე კონტენტი გამოჩნდება.
ინფორმაციისთვის, დამოუკიდებელი ფაქტჩეკინგის სისტემა Facebook-ზე 2016 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში ებრძოდა პლატფორმაზე წინააღმდეგობრივი კონტენტის გავრცელებას, როგორიცაა ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოსტები, პოლიტიკური დეზინფორმაციები, ძალადობა და სიძულვილის ენა.
ამისათვის კომპანიამ შექმნა უსაფრთხოების გუნდები, ავტომატიზებული პროგრამები, რათა წარმატებით გაეფილტრა მსგავსი შინაარსის მასალა. თუმცა, ახლა ცუკერბერგი ილონ მასკის გზას მიჰყვება, რომელმაც 2022 წელს X-ის (ყოფილი Twitter) შეძენის შემდეგ დაშალა კომპანიის ფაქტჩეკინგის გუნდი და სოციალურ ქსელში Community Notes სისტემა ჩააშენა, რაც X-ზე დღესდღეობით ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების ერთადერთი საშუალებაა.
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
კომენტარები