თათია უდესიანი: მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტზე ხელმომწერი პირი ვარ
მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტზე ხელმომწერი პირი ვარ, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი თათია უდესიანი წერს.
თათია უდესიანის თქმით, მან 11 წლის წინ კერძო სექტორში დასაქმებაზე უარი თქვა და გააზრებულად შეუერთდა შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომელიც ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა და რეფორმის ფარგლებში რთულ და საინტერესო ეტაპს გადიოდა.
"მაქვს პატივი შევუერთდე სსიპ იუსტიციის სახლში დასაქმებულ იმ პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით, 31 დეკემბრის ღამეს მოსული გაფრთხილების წერილით გვაცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს ჩვენთან შრომით ურთიერთობას.
მათავისუფლებენ სსიპ - იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტზე ხელმომწერი პირი ვარ... იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება.
ვარ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ტრენერი, სხვადასხვა საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციებში მიწვეული კონსულტანტ - ექსპერტი. დიახ, ჩემმა დამსაქმებლებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა, ყველამ კარგად იცის ჩემი კვალიფიკაციაც და ისიც თუ რა შრომის ფასად მივაღწიე ამ ყველაფერს.
11 წლის წინ კერძო სექტორში დასაქმებაზე უარი ვთქვი და სრულიად გააზრებულად, ქვეყნის სამსახურისთვის, საჯარო სექტორის შიდა აუდიტის დიდ ოჯახს შემოვუერთდი, რომელიც ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა და რეფორმის ფარგლებში რთულ და საინტერესო ეტაპს გადიოდა. ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი შრომა, უცხოელი ექსპერტების დახმარებით ჩატარებული არაერთი პილოტური პროექტი, გადამზადებები, მუდმივი განვითარება და დაუსრულებელი სწავლა, სწავლა და სწავლა... ეს ის გზაა, რომელსაც საჯარო სექტორის შიდა აუდიტორები მუდმივ რეჟიმში გავდიოდით.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "ევროპისკენ მიმავალ გზაზე" დღეს ამ ყველაფერს ფასი აღარ აქვს...
წარმატებებს გისურვებთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ ადამიანს (სამწუხაროდ, არც ისე ბევრს) და ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდებით, მით უფრო ახლა!
დიდი ხნით არ გემშვიდობებით!
მიგულეთ თქვენს გვერდით", — წერს სოციალურ ქსელში სსიპ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი თათია უდესიანი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები