როცა გვეკითხებოდნენ, თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის! — მაჭარაშვილის ივანიშვილის დასანქცირებაზე
ფოტო: On.ge/თამთა კახაბერიძე
პროსამთავრობო პარტია, ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით გამოჩნდა, რომ აშშ "უცხოური ძალაა".
მისი თქმით, ის უცხოური ძალები, რომლებიც ემსახურებიან არა მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოში, არამედ არეულობასა და ხელისუფლების უკანონო გზებით შეცვლას, ბოლო დღეებს ითვლიან და ბოლო კუდებს იქნევენ.
"ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივად დასანქცირებული იყო. აშშ სამი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ კრედიტ სუისის დავასთან კავშირში არ იყო და საკითხი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. ახლა გამოაცხადეს, რომ ივანიშვილი სინგაპურის საერთაშორისო სასამართლოში მიგებულ ფულს აშშ-ს გარეშე ვერ წაიღებს. აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ამ საქმეში ამერიკული ძალები იყო ჩარეული და ივანიშვილი ფაქტობრივად დასანქცირებული იყო.
ხალხის ძალა ყოველთვის ამბობდა, რომ აშშ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მოკალათებული უცხოური ძალა ებრძოდა საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ახლა თავად აშშ-მ დაადასტურა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუის"-თან დაკავშირებულ თანხებს ვერ მიიღებს — როცა გვეკითხებოდნენ თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის უცხოური ძალა!
ივანიშვილი დაასანქცირეს იმიტომ, რომ არ დასთანხმდა საქართველოში ომის დაწყებას, მეორე ფრონტის გახსნას და არეულობას. ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილებით აშშ-ს იმ ძალებმა, რომლებიც იმედი მაქვს, რომ მალე სათავეში აღარ იქნებიან, აღიარებითი ჩვენება გააკეთეს", — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. ფინანსური სანქციები გულისხმობს, რომ ივანიშვილის ყველა აქტივი რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია ან კონტროლდება აშშ-ის მოქალაქის მიერ, დაიბლოკება. სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები 14024-ე აღმასრულებელი განკარგულებით დაუწესა, რომელიც სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები