სოციალური სამართლის ცენტრი: მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლება განსხვავებული აზრის დევნის ნიშნებს ატარებს
ფოტო: ლანა კოკაია/OC Media
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება ტყიბულში მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს და მიიჩნევს, რომ კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის შრომის უფლების სტანდარტებთან და განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციული დევნის ნიშნებს ატარებს.
"ტყიბულში მოქმედმა სამთომომპოვებელმა საწარმომ "საქნახშირი" 3 თვის წინ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რომლის შედეგად კომპანიაში დასაქმებული 38 პირი სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულ პირებს კომპანიამ კომპენსაციის ორი ვარიანტი შესთავაზა: 1. სამი თვის კომპენსაცია, გადამზადება და გადამზადებისა და გამოცდის შემდეგ სამსახურში შესაძლო დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა; 2. გათავისუფლება და ოთხი თვის კომპენსაცია.
რეორგანიზაციის პროცესს კომპანია ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირებს მოპოვებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კომპანიის განცხადებით, ამ მიზნებით საწარმოში შემოწმდა დასაქმებულების ცოდნა და კვალიფიკაცია, რის შედეგადაც 38 სამუშაო ადგილი შეამცირეს და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს გადამზადება შესთავაზეს.
კომპანია ,,ქვანახშირში’’ რეორგანიზაციის საფუძველზე მეშახტეთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი არაერთი მიმართულებით არის შეუსაბამო შრომის სამართლის ფუნდამენტურ სტანდარტებთან.
1 – შრომის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დასაქმების შეწყვეტის ვალიდურ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს დაწესებულების/საწარმოს რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია არსებითი ოპერაციული/ფუნქციური ცვლილების საჭიროებით, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ ან სხვა მსგავს მიზეზებს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კომპანია ,,საქნახშირი’’ რეორგანიზაციის საფუძვლად მხოლოდ ფორმალურად უთითებს საწარმოში ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ახალი სტანდარტების დანერგვის ზოგად საჭიროებაზე. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციიდან არ იკვეთება ამ ცვლილებების მკაფიო შინაარსი და მასშტაბი. ეს საკითხი ბუნდოვანია ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული მშრომელებისათვის, რადგან კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მათი სრულფასოვანი განმარტება. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა სახეზე არსებითი ხასიათის ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც 38 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განაპირობა.
ამ კუთხით ხაზგასასმელია ასევე, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების საფუძველზე საწარმოს რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის დროს, მშრომელებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ადაპტირდნენ ახალ სამუშაო პირობებთან, სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან. ეს გულისხმობს მათ გადამზადებას და ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.
„საქნახშირის’’ მიერ მშრომელებთან მიმართებით განხორციელებული მოქმედებები – ჯერ სამსახურიდან გათავისუფლება, შემდეგ გადამზადება და ამის შემდეგ სამსახურში დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა ცალსახად ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს.
2 – „საქნახშირში’’ განხორციელებული რეორგანიზაციის მნიშვნელოვან ხარვეზებს შორის უნდა გამოიყოს ასევე შემცირებულ პირებთან ჩატარებული გასაუბრებების პროცესი. მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ ზეპირი გასაუბრებების შედეგად, რასაც წინ არ უძღოდა წინასწარი ინფორმირება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდებოდა მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასება[5]. ზოგიერთ შემცირებულ პირთან გასაუბრება საერთოდ არ ჩატარებულა. კომპანიის ოფიციალური განმარტებით, „ზოგიერთი კადრი ისე შემცირდა, უბრალოდ”.
3 – „საქნახშირში” განხორციელებული შემცირებების კიდევ ერთი შემაშფოთებელი ასპექტია ის, რომ გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომელთა მიმართ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამო. ეს პირები დეტალურად ჰყვებიან კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული დაშინების სხვადასხვა ფორმების შესახებ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა და/ან კომპანიაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციების გაჟღერების გამო.
მშრომელების სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების შესახებ მეტყველებს ასევე ისიც, რომ მათ მიმართ არ იკვეთება რაიმე საყვედურის არსებობა კომპანიაში შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. პირიქით, საწარმოში მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან ხდებოდა მათი ეტაპობრივი თანამდებობრივი დაწინაურება დაკისრებული ფუნქციების წარმატებით შესრულების გამო.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი ანტი-სახელისუფლებო პროტესტისა და ხელისუფლების მხრიდან გახშირებული რეპრესიების ფონზე, იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიისათვის ეს პირები არასასურველ კადრებს წარმოადგენდნენ, რომლებიც რეორგანიზაციის საბაბით კომპანიამ გაათავისუფლა.
რეორგანიზაციის პროცესში დაფიქსირებული შრომითი უფლებების მწვავე დარღვევები და ამ პროცესთან დაკავშირებით კომპანია „საქნახშირის” მიერ გაკეთებული ზედაპირული განმარტებები წარმოაჩენს, რომ კომპანიას არ აქვს სათანადოდ გააზრებული მშრომელთა რეალური საჭიროებები და შრომითი უფლებებთან დაკავშირებით კომპანიის ცენტრალური ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები