პედაგოგის წერილი მინისტრს: ჩემს საქმიანობას ამ რეჟიმის პირობებში აზრი ეკარგება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ღია წერილით მიმართავს და წერს, რომ მიიღო გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად სკოლა დატოვოს.
პედაგოგის შეფასებით, "გაუგონარი და სამარცხვინო ფაქტი" მოხდა 20 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე "მასწავლებლის ეროვნული დღე" რომელიც მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც პედაგოგი აღწერს "სკოლების მიერ წარდგენილი პედაგოგები ამორიცხულ იქნენ დასაჯილდოებელ სიიდან და ჩანაცვლებული ქართული ოცნების მომხრე პედაგოგებით."
ეკატერინე წულუკიძე წერს, რომ რეპრესიულ გარემოში ვერცერთმა სკოლამ ვერ გაბედა ხმა ამოეღო და ახსნა-განმარტება მოეთხოვა რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, ამიტომ გადაწყვიტა პროტესტის ნიშნად გამოეცხადებინა გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, მდუმარე აქცია მესტიის მერიის წინ. თუმცა როგორც ის წერს, პროტესტის 23 დღის განმავლობაში პასუხი არავისგან მიუღია. ამდენად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლა დატოვოს.
პედაგოგმა ღია წერილი მისწერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:
"ბატონო ალექსანდრე, მოგმართავთ ერთი რიგითი მასწავლებელი, რომელმაც 25 წელი შევალიე თაობების აღზრდას, ამ ხნის განმავლობაში ვსწავლობდი, ვასწავლიდი და პროფესიულად ვვითარდებოდი, ჩემი დაუღალავი შრომით ჩემი წვლილი შემქონდა ქართული განათლების განვითარებისა და წარმატების საქმეში.
ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი, სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ხუთეულის წევრი, 2017 წლის გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული და პირველი მწვანე ჯილდოს მფლობელი.
ჩემი საქმიანობა არასოდეს შემოფარგლულა საკლასო ოთახით და მხოლოდ საგნის სწავლებით. არაფორმალური განათლება იყო ჩემთვის პრიორიტეტი და წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სამოქალაქო, გარემოსდაცვით, ლიტერატურულ, მეწარმეობით, ხელოვნური ინტელექტისა და STEREAM კლუბს.
ვარ მასწავლებელი,რომელმაც სკოლას 28000 ლარის ღირებულების გრანტი შევმატე, ხოლო სათემო პროექტების ჯამური ღირებულება 130000 ლარია, შევქმენი ჩემს პატარა სოფელში არაფორმალური განათლების კერა, ფარის ახალგაზრდული ცენტრი, ინოვაციების ცენტრი, სადაც 2019 წლიდან ახალგაზრდები STEM/STEAM/STREAM განათლებას იღებდნენ, ვარ სოციალური საწარმოს დამფუძნებელი, რომელიც გოგონათა და ქალთა სახელობო განათლებას უწყობდა ხელს.
ყოველივე ზემოთ თქმულისა და ასობით განხორციელებული აქტივობისა, რომელსაც ალბათ ვერც კი მოვთვლი, მე გავხდი პოლიტიკური სიბინძურის და დისკრიმინაციის მსხვერპლი მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯაფარიძისა და მის უკან მდგარი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან.
თქვენ ბრძანეთ, რომ სკოლა უნდა იყოს დეპოლიტიზებული და პოლიტიკის ადგილი სკოლაში არ არის, როგორ გულით გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ვერ უზრუნველყავით, მეტიც თქვენ მიერ პარტიული ნიშნით ხელდასხმული რესურსცენტრებისა და დირექტორების ხელით შეძელით პოლიტიკა სკოლებში შემოგეტანათ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მასწავლებლები და დირექტორები პარტიულ სამსახურში ჩაგეყენებინათ, ხოლო განსხვავებული შეხედულებისა და პოლიტიკური გემოვნების პედაგოგები ჩაგეყენებინათ უთანასწორო და უსამართლო პირობებში.
დიახ, მე ვარ მასწავლებელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ღიად ვუჭერ მხარს და აქტიურად ვაპროტესტებდი ე.წ რუსულ კანონს. სწორედ ეს ჩემი აქტიურობა არ გამორჩენია სისტემას და ამის გამო გავხდი რეჟიმის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი.
ა/წ 20 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე „მასწავლებლის ეროვნული დღე“ რომელიც მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, გაუგონარი, სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი მოხდა. სკოლების მიერ წარდგენილი პედაგოგები ამორიცხულ იქნენ დასაჯილდოებელ სიიდან და ჩანაცვლებული ქართული ოცნების მომხრე პედაგოგებით და ამის შემოქმედად რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაგასახელათ თქვენ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ცხადია,სამინისტრომ ამაზე მიპასუხეთ, რომ თქვენ არ იღებდით მონაწილეობას პედაგოგთა დისკრედიტაციაში….
გამომდინარე იქიდან,რომ ამ რეპრესიულ გარემოში ვერცერთმა სკოლამ ვერ გაბედა ხმა ამოეღო და ახსნა-განმარტება მოეთხოვა რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის, გადავწყვიტე ჩემით მეპოვა პასუხები, გამოვაცხადე გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, მდუმარე აქცია მესტიის მერიის წინ, პასუხი არავისგან მიმიღია, კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფის მსხვერპლი გავხდი.
23 დღიანი პროტესტის განმავლობაში არც კი უცდია რესურსცენტრის ხელმძღვანელს კომუნიკაცია ჰქონოდა სკოლასთან და ეწარმოებინა მოლაპარაკებები, რათა არ დაზარალებულიყვნენ მოსწავლეები და თავად პედაგოგი, რომელიც პასუხს ითხოვს კითხვაზე, რატომ? მივხვდი, რომ ჩემს საქმიანობას ამ რეჟიმის პირობებში აზრი ეკარგება, სისტემა უსამართლო და ულმობელია,რომ განათლების სამინისტრომ, ჩემმა სკოლამ ვერ უზრუნველყო ჩემთვის, პედაგოგისთვის წინასაარჩევნოდ შეექმნა თანასწორუფლებიანი და სამართლიანი გარემო, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა, სადაც 25 წელი გავატარე და სკოლის წარმატება ჩემს დაღლილი მხრებზე იდგა.
ბატონო ალექსანდრე, მოგმართავთ თქვენ, სისტემაში ძალიან ბევრი მასწავლებელი გვყავს, ვინც რეჟიმის მსხვერპლია და ამ წუთებში დიდ წნეხს განიცდის. თქვენ ხართ ვალდებული მიიღოთ ზომები და შეაჩეროთ ხელმძღვანელი პირების თავნებობა და პედაგოგებს მისცეთ თავისუფალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა….
სისტემისადმი პროტესტის ნიშნად, გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა ჩემმა შვილმაც,რომელიც ჩემსავე სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. ვწუხვარ, რომ ის დიდი იმედებით იწყებდა თავის პროფესიაში თავის დამკვიდრებას და მალევე შეეჯახა სისტემურ უსამართლობას, რომელმაც მის მასწავლებელს და მშობელს ისეთი დარტყმა მიაყენა ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ვითხოვ, ჩაერთოთ ფაქტის შესწავლის პროცესში და პასუხი აგოს ყველა დამნაშავე საჯარო მოხელემ, რომელმაც წინასაარჩევნოდ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში შექმნა დისკრიმინაციული გარემო“, — ნათქვამია წერილში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები