სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე მცირე ბიზნესის 1%-იანი განაკვეთი აღარ გავრცელდება
ფოტო: Kreston.ge
2024 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №415-ე დადგენილებაში, რისი მიხედვითაც სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები დაემატა იმ შემოსავლების ჩამონათვალს, რაზეც მცირე ბიზნესის სტატუსი და შესაბამისად შემოსავლების 1%-იანი განავეთით დაბეგვრა არ ვრცელდება. ცვლილება შევიდა ზემოთ ხსენებული დადგენილების დანართ №5-ში და აღნიშნულ დანართში ჩამოთვლილ შემოსავლებს დაემატა სამშენებლო მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლების შემდეგი სახეობები:
● საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ფიზიკური პირების მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლების ზემოთ ხსენებულ სახეობებზე აღარ გავრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსი და აღნიშნული შემოსავლების დაბეგვრა ამ სტატუსისათვის დამახასიათებელი 1%-იანი განაკვეთით აღარ მოხდება. ამასთან, აღნიშნული სიახლე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომსახურების მიმღები არის საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.
1. როგორ მოხდება სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა?
გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ( ზემოთ ხსენებული მომსახურების მიმღებების შემთხვევაში ) მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება, დაბეგვრა მოხდება მეწარმე ფიზიკური პირებისთვის დამახასიათებელი საერთო წესის მიხედვით, კერძოდ წლიური დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) მიხედვით, რისი გაანგარიშებაც მოხდება შემდეგი წესით:
წლიური დასაბეგრი შემოსავალი = წლიური ერთობლივ შემოსავალი – წლიური გამოქვითვები
ერთობლივი შემოსავლების გაანგარიშება მოხდება სსკ-ის XIV თავის მიხედვით, ხოლო გაწეული ხარჯების გამოქვითვებში აღიარება კი სსკ-ის XIV- თავის მიხედვით, მათ შორის სხვაობა კი (დადებით სხვაობის შემთხვევაში) დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ი/მ-ები ვალდებულნი იქნებიან სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე აღარ გაავრცელონ მცირე ბიზნესის სტატუსისთვის დამახასიათებელი 1%-იანი განაკვეთი და მიღებული წლიური დასაბეგრი შემოსავალის (მოგების) 20%-ის შესაბამისი თანხაზე ჩააბარონ წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ასევე ამავე ვადაში უნდა გადაიხადონ აღნიშნული გადასახადი, მეწარმე ფიზიკური პირის მიმდინარე გადასახდელების გათვალისწინებით (იხ. სსკ-ის 155-ე მუხლი).
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების დაბეგვრის წესი სხვა გადასახადების ნაწილში არ შეცვლილა, შესაბამისად აღნიშნული პირები შესაძლოა დაიბეგრონ სხვა გადასახადებითაც, რისი დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება მანამდეც არსებობდა, კერძოდ საუბარია ისეთ გადასახადებზე როგორიცაა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო/მოგების გადასახადები, ქონების გადასახადი, დღგ (სავალდებულო ან ნებაყოფლობითი რეგისტრაციისას) და სხვა.
2. ვინ უნდა იყოს მომსახურების მიმღები?
ცვლილება ეხება ზემოთ ხსენებული სამშენებლო მომსახურების გამწევ პირებს თუ მათ მიერ გაწეული მომსახურების მიმღები არის საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი. შესაბამისად თუ გაიწევა ზემოთ ხსენებული სამშენებლო მომსახურება და მომსახურების მიმღები იქნება არამეწარმე ფიზიკური პირი, ასეთი შემოსავლების დაბეგვრაზე აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება.
3. გამოიწვევს თუ არა სამშენებლო მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებას სხვა საქმიანობაზე/შემოსავალზე?
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების დამატება მოხდა საქართველოს მთავრობის №415-ე დადგენილების დანართ №5-ში (შემოსავლები რაზეც არ ვრცელდება სტატუსი, შემოსავალი არ შედის 500 000 ლარში) და არა დანართ №4-ში, სადაც ჩამოთვლილია ე.წ. აკრძალული საქმიანობები, რისი განხორციელებაც უპირობოდ იწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებას სხვა საქმიანობაზე.
აქედან გამომდინარე, თუ ფიზიკურ პირს გააჩნია მცირე ბიზნესის სტატუსი სხვა ნებადართულ საქმიანობაზე (მაგ. მცირე საამქრო) და აღნიშნული პირი ასევე გასწევს სამშენებლო მომსახურებას, სამშენებლო მომსახურებაზე მცირე ბიზნესის სტატუსი არ გავრცელდება და ამ საქმიანობიდან მიღებული წლიური მოგება დაიბეგრება 20%-ით, თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს სტატუსის გაუქმებას პირველ მომსახურებაზე (მცირე საამქრო) და ამ უკანასკნელი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა კვლავინდებურად მოხდება ყველთვიურად შემოსავლის 1%-იანი განაკვეთით, ამასთან სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ჩართვა არ მოხდება 500 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშებაში.
აქედან გამომდინარე, თუ პირი ეწევა მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ნაბადართულ საქმიანობას და ამის პარალელურად გასწევს სამშენებლო მომსახურებას, პირველ საქმიანობაზე მცირე ბიზნესის სტატუსი არ გაუქმდება, რისი გაუქმებაც მოხდებოდა დანართი 4-ით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში (მაგ. სავალუტო ოპერაციები, კონსულტატი, არიტექტორი და ა.შ.).
ზემოხსენებული ცვლილება 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობის N415-ე დადგენილებაში განხორციელებულ ცვლილებას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/e7c0d718-6171-4a8e-a2bc-d4fd27f7a7d4
Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები