ასოციაცია “ანიკას" კვლევა: ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებში მოსახლეობის დაბალი ჩართულობის მიუხედავად, ბოლო წლებში მზარდი დინამიკა შეინიშნება
ფოტო: ასოციაცია "ანიკა"
ასოციაცია “ანიკამ” ქვეყნის 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევა ჩაატარა. კვლევის სახელწოდებაა: "კეთილდღეობის პროგრამების შემუშავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონის განსაზღვრა".
კვლევის მიზანი იყო განესაზღვრა, რამდენად ჩართულია მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, კვლევამ სამი რეგიონის: გურიის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის 11 მუნიციპალიტეტი მოიცვა.
პროექტი ეხმიანება ქვეყნის 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია: ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეფექტურად უპასუხოს მოსახლეობის საჭიროებებს და ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მაღალხარისხოვანი მომსახურებები ადგილობრივ დონეზე, დანერგოს კარგი მმართველობის პრინციპები გადაწყვეტილებების მიღება - განხორციელების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გზით.
კვლევის მიხედვით რამდენიმე მიგნება გამოიკვეთა, როგორც ირკვევა ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის შეხედულებები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებულია:
- თანხვედრაა ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის შეხედულებებს შორის მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე;
- განსხვავებულია "გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის", როგორც კონცეფციის გაგება;
- გამოცდილება მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით მეტ-ნაკლებად მსგავსია, ვლინდება მონაწილეობის მხარდაჭერის გარკვეული პოზიტიური, თუმცა უპირატესად ფრაგმენტული პრაქტიკები;
- განსხვავებულია ხედვა მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის შესახებ. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსახლეობა სრულად არის ინფორმირებული საკუთარი მონაწილეობის უფლების და მექანიზმების შესახებ და ასევე, მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი მონაწილეობა, საპირისპირო მოსაზრება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავად მოსახლეობას;
- განსხვავებულია მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის გააქტიურება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა — ინიციატივა და ხელშეწყობა უნდა მომდინარეობდეს ადგილობრივი თვითმმართველობისგან, თუ თავად მოსახლეობა იყოს მეტად პროაქტიული;
- ერთიანი ხედვაა არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და მონაწილეობისთვის კომპეტენციების გაძლიერების, ორ მხარეს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისა და მედიატორის ფუნქციის შესრულების საკითხში;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის დაბალი ჩართულობის მიუხედავად, ბოლო წლებში მზარდი დინამიკა შეინიშნება;
- მოსახლეობის ჩართულობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება საჭიროებების განსაზღვრის ეტაპი;
- მუნიციპალიტეტების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული მექანიზმია მოსახლეობის საჭიროებების კვლევა;
- მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის მიერ (მამაკაცების მიერ) ყველაზე ხშირად გამოყენებული და ეფექტური მექანიზმია დასახლების საერთო კრება;
- ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფის საკმაოდ ეფექტიან მექანიზმად სახელდება ახალგაზრდული საბჭო;
- არარეგულარულია და ზოგიერთ შემთხვევაში არასაკმარისად ეფექტურია სხვა საბჭოების საქმიანობა (მაგ. შშმ პირთა);
- ზოგიერთ რეგიონში (მაგ., გურია), შშმ პირები და მათი ოჯახები მუნიციპალური პროგრამების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველაზე მეტად ჩართულ ჯგუფად სახელდება, რადგან ბევრი პროგრამა სწორედ შშმ პირებს ეხება.
- მოსახლეობის დაბალი დაინტერესება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობთ და ნაკლები პროაქტიულობა; გამოკითხულთა 40.2%-ს არ მიუმართავს ჩართულობის არცერთი მექანიზმისთვის;
- მიმართვისას უპირატესად ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირება და ნაკლები დაინტერესება კოლექტიური/თემის, საჭიროებებით;
- მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების და მონაწილეობის მექანიზმების შესახებ;
- გადაწყვეტილებებში ჩართულობისთვის საჭირო კომპეტენციების ნაკლებობა; თვითმმართველობის მიმართ ნდობის ნაკლებობა; საკუთარი მონაწილეობის შედეგებისადმი სკეპტიციზმი.
- ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არასაკმარისი მცდელობა და ძალისხმევა მოსახლეობა ჩართოს გადაწყვეტილების პროცესში;
რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას, თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ კეთილდღეობის პროგრამებთან დაკავშირებით, კვლევის მიხედვით, გურიის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის 11 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 42, 7 პროცენტი მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, 25,2 პროცენტი ნაკლებად ინფორმირებული. 12,9 საერთოდ არაინფორმირებული, მხოლოდ 7 პროცენტია სრულად ინფორმირებული,
დაახლოებით იგივე მდგომარეობაა მოსახლეობის ჩართულობის კუთხით კეთილდღეობის პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაში: 48,3 — მეტ-ნაკლებად ჩართული, 23,1 — არ არის ჩართული, 10,8 — პასუხის გაცემა უჭირს.
კვლევის ავტორების მიერ მთავარ რეკომენდაციათა შორის დასახელდა:
- მუნიციპალიტეტის მეტი პროაქტიულობა მოსახლეობასთან კომუნიკაციაში; დამკვიდრებული პრაქტიკის - მოსახლეობა მიმართავს თვითმმართველობას, ჩანაცვლება -
თვითმმართველობა მიმართავს მოსახლეობას. - მუნიციპალიტეტის მხრიდან მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენაზე მეტი ზრუნვა
- არსებული საბჭოების გააქტიურება და მათი საქმიანობის მეტად წახალისება;
- მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა და კომპეტენციების გაძლიერება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება და მათი რესურსის გამოყენება,
- სამოქალაქო ორგანიზაციების ფორმირების წახალისება და ხელშეწყობა სხვადასხვა დასახლებაში,
- მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის ყველაზე მისაწვდომი და ეფექტური არხის/ფორმის გამოვლენა და გამოყენება;
- მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთგაზიარების პრაქტიკის დამკვიდრება წარმატებული გამოცდილების გაცნობის და გავრცელების მიზნით.
კვლევა ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება — საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია "ანიკა" ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია "ევროპის ფონდი".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები