ნონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს
ფოტო: ფეისბუქი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე "პრევენციული დაკავების" შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობს, რაზეც აღნიშნავს, რომ ცვლილება, ფაქტობრივად "[პოლიციის] ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს".
ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, პრევენციული დაკავება თავისი არსით არის "სრული აბსურდი" და დასძენს, რომ პირს არ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება პოლიციელის ვარაუდების საფუძველზე.
""პრევენციულ დაკავების" შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე შსს-ს განცხადება გაუვრცელებია.
განცხადებაში შსს ამბობს:
1. პრევენციულ დაკავებას პოლიცია გამოიყენებს მაშინ, რომ მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე.
2. ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.
არსებული რეალობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით ეს ნიშნავს შემდეგს:
თუ პოლიციამ არასწორად ივარაუდა, რომ პირი ისევ ჩაიდენდა სამართალდარღვევას და შეცდომით დააკავა პირი, დაკავებულს იზოლატორში დატოვებენ 48 საათის განმავლობაში.
იზოლატორიდან რომ გამოვა, უსაფუძვლოდ დაკავებული თუ გადაწყვეტს, რომ ამაზე იდავოს, ჯერ უნდა მიმართოს შსს-ს შესაბამის დეპარტამენტს, მოითხოვოს უკანონოდ დაკავების დადასტურება. მისი საჩივარი დაახლოებით 1 თვეში განიხილება.
შსს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს რომ იტყვის, შემდეგ შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სასამართლო მისი საქმის განხილვას მოანდომებს 1 წლიდან 5 წლამდე პერიოდს, ან უფრო მეტს.
სასამართლომ მისი მოთხოვნა რომც დააკმაყოფილოს, კომპენსაციას მიიღებს 70-დან 150 ლარამდე ოდენობით.
ეს მონაცემები ეყრდნობა დაკავების კანონიერების საკითხზე არსებულ პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოში მკვიდრდებოდა.
იმ პირობებში, როდესაც დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტიანი გზა არ არსებობს (ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საიამ ორჯერ მიმართა, მაგრამ არცერთხელ არ მიიღო საქმე განსახივლელად), რა დააბრკოლებს პოლიციას, რომ "პრევენციული დაკავება" თვითნებურად განახორციელოს?
გარდა ამისა, თავისთავად, პრევენციული დაკავება თავისი არსით არის სრული აბსურდი. პირს არ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება პოლიციელის ვარაუდების საფუძველზე. არსებული ჩანაწერი სწორედ ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები