სახალხო დამცველი: შშმ პირთა საკონსულტაციო სხდომის გადადება არ ისახავს მიზნად შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის რაიმე ფორმით შეფერხებას
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს განემარტათ, რომ რიგი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, დეკემბერში დაგეგმილ სხდომაში შესაძლოა სახალხო დამცველმა ვერ შეძლოს მონაწილეობა, შესაბამისად, სხდომა გადაიდო იანვრის პირველი ნახევრისთვის, — ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ
"აღნიშნულის იმგვარად წარმოჩენა რომ სახალხო დამცველი აჭიანურებს შშმ პირთა საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარებას, საკითხის მცდარი ინტერპრეტაციაა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომის გადადება გამოწვეული იყო მხოლოდ შექმნილი მდგომარეობით და არ ისახავს მიზნად საბჭოს მუშაობისა და შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის რაიმე ფორმით შეფერხებას", — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში - შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭო) წევრთა ნაწილის განცხადებას და განვმარტავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგად, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. შესაბამისად, სახალხო დამცველმა გააუქმა დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, მივლინებები და შეხვედრები. ასევე, რამდენჯერმე გადაიდო ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სხდომაც.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს განემარტათ, რომ რიგი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, დეკემბერში დაგეგმილ სხდომაში შესაძლოა სახალხო დამცველმა ვერ შეძლოს მონაწილეობა, შესაბამისად, სხდომა გადაიდო იანვრის პირველი ნახევრისთვის. აღნიშნულის იმგვარად წარმოჩენა რომ სახალხო დამცველი აჭიანურებს შშმ პირთა საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარებას, საკითხის მცდარი ინტერპრეტაციაა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომის გადადება გამოწვეული იყო მხოლოდ შექმნილი მდგომარეობით და არ ისახავს მიზნად საბჭოს მუშაობისა და შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის რაიმე ფორმით შეფერხებას.
ამასთან, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიმდინარე მოვლენებისას შშმ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროდ გახდა ცნობილი ან განცხადებით მოხდა მომართვა, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულია შესაბამისი რეაგირება.
კერძოდ:
შშმ პირებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებულია მოკვლევა.
საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შემთხვევებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა საჯარო განცხადებით (https://tinyurl.com/35fte2ev) და აპარატი გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს თითოეული ინდივიდუალური საქმე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჯარო მოხელეების სავარაუდო შრომით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჯარო მოხელის განცხადება ამ ეტაპზე აპარატში არ ფიქსირდება.
სახალხო დამცველი თავად ესწრებოდა შშმ პირის მიერ ხმის მიცემის პროცედურას და არჩევნების დღესვე გაკეთდა განცხადება (https://tinyurl.com/mrmmyd6c) ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით.
მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე და დაკავებული ყველა შშმ პირი მოინახულა სახალხო დამცველმა ან მისმა რწმუნებულებმა, რის შემდეგაც აპარატის მიერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. ამასთან სახალხო დამცველი, მათ შორის, საჯარო განცხადებებში (https://tinyurl.com/yc6xse2z) ხაზს უსვამს შშმ პირების გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო შშმ პირების პროცესებში თანაბრად მონაწილეობის მიზნით.
გარდა ამისა სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა უფლებების დაცვის ყველა მიმართულებით, მათ შორის, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მონიტორინგს უწევენ ფსიქიატრიულ სტაციონარებს, შშმ პირთა თავშესაფრებსა და სათემო ორგანიზაციებს. მხოლოდ გასულ თვეში, სახალხო დამცველი იმყოფებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რუსთავსა და სურამში, ასევე ბედიანის შშმ პირთა თავშესაფარში და კახეთში მდებარე სათემო ორგანიზაციებში. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აისახება სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში, — ნათქვამია განცხადებაში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები