პაპუაშვილი: კარგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთს ელჩი ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს იმ დეზინფორმაციისთვის, რასაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია [საია] ავრცელებს
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონში არაფერი არ შეცვლილა. საჯარო სექტორში ქართული ენის სავალდებულოობასთან დაკავშირებით "სინამდვილეში წვრილმანი დეზინფორმაცია" გავრცელდა. "ქართული ენის ცოდნა იქნება ყოველთვის კრიტერიუმი იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში იმუშაო. ან ასეთ ტყუილს როგორ ამბობენ? ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა. ამის სათავე იყო საიას ხელმძღვანელის განცხადება, რომელმაც სათავე დაუდო ამ დეზინფორმაციას", — ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით,კარგი იქნებოდა, ბრიტანეთს ელჩი თუ ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს იმ დეზინფორმაციისთვის, რასაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია [საია] ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის.
ამ კანონში შეტანილი სხვა მავნებლური ცვლილებების ფონზე ეს დეტალი გამორჩათ თუ გამოტოვეს, ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მოადგილე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც ქართული არ იცის", – დაწერეა ნონა ქურდოვანიძე.
ამას გარდა, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც თქვა, რომ ისურვებდა, ბრიტანეთმა არ მისცეს თავშესაფარი ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს და ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცეს, თუ ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შევა.
"ვისურვებდი, რომ ბრიტანეთმა არ მისცეს თავშესაფარი დავით კეზერაშვილს. ჩვენთვის ცნობილია, რომ კეზერაშვილი. ბრიტანეთში საერთაშორისო კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება და იქიდან აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და რადიკალურ NGO-ებს და ბრიტანეთში იცით რომ თავისუფალი მიმოსვლა აქვს ამ ადამიანს და დღემდე არ გვსმენია ბრიტანეთს ელჩის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ქართველი ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც საერთაშორისო კრიმინალია რატომ აქვს მას შესაძლებლობა ბრიტანეთში თავისუფლად იმოძრაოს და არის თუ არა ნება, შემდეგ ჯერზე, როცა ის მოხვდება ბრიტანეთში, გადმოსცემ ის ქართულ მართლმსაჯულებას. მით უმეტეს, სტრასბურგმა დაადასტურა მისი დანაშაული ქართველი ხალხის და ქართული ჯარის წინაშე", — განაცხადა პაპუაშვილმა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები