ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

16 Dec. 2024, 12:37

"იმედი გვაქვს, შევთანხმდებით ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა იმ ფონზე, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ. როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, ვხედავთ ძალადობას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არის, ის რასაც ვერ უგულებელვყოფთ. ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები

ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხი არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ, ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოოთ. მესამე საკითხი არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ასევე ამ ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ჩვენ გვჭირდება ფინანსური პაკეტი ამისთვის, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ქუჩებში გამოსულ ქართველ ხალხს, რომ ევროპა არ გტოვებთ თქვენ, ევროპა თქვენთანაა და ევროპას თქვენ სჭირდებით."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  3. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
  4. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ეხმაურება.…