ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

13 Dec. 2024, 22:36

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ. არის ასოცირების დღის წესრიგიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი შესრულებული გვექნება. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იყენებენ კონკრეტულ საკითხებს შანტაჟისთვის საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და სწორედ ამ შანტაჟის გათვალისწინებით ჩვენ ვთქვით ერთადერთი რამ, რომ ჩვენი მხრიდან 2028 წლის ბოლომდე არ ვაპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გახსნას - კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში. ამ განცხადებაზე გაღიზიანდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ეს საკითხი შანტაჟისთვის დაეტოვებინათ და სწორედ მათი მხრიდან მოჰყვა გაღიზიანებული რეაქციები ჩვენს განცხადებას. ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება, უბრალოდ არავის და ვერავის მივცემთ კონკრეტული საკითხების შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. არ შეიძლება, მუდმივად შანტაჟის ქვეშ აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. ჯერ იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც გამოიყენებოდა ასეთი შანტაჟისთვის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ახლა არის მოლაპარაკების გახსნის საკითხი. შანტაჟის ნაცვლად ჩვენ ვითხოვთ საქმეს და ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, სწორედ ეს საქმე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებულებების შესრულებას აუცილებლად განვაგრძობთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…