ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინი არის მითი, რათა დრო მოიგონ — დიმიტრი ცქიტიშვილი "ქართულ ოცნებაზე"
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, პალიტრანიუსის გადაცემაში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ტრამპის ადმინისტრაციაზე დამყარებული იმედები უსაფუძვლოა. ამით ის აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს გამოეხმაურა.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ეს სანქციები ხელისუფლების მიერ მოპარულ არჩევნებზე პასუხია, ზეწოლის სახით. ის უფრო მკაცრს სანქციებსაც ელის.
"სანქციები ერთ-ერთი ნაწილია იმ საერთაშორისო ზეწოლის, რომელიც ხორციელდება ხელისუფლებაზე იმის გამო, რომ მოიპარა არჩევნები. ქვეყანაში სისტემური კრიზისია და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები. ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დიდი გადაცდომა-დანაშაულის, რომელსაც ხელისუფლება ჩადის. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ესეც ერთ-ერთი კომპონენტია. ეს განცხადება არ არის ერთადერთი და მასში ნათქვამია, რომ მხოლოდ ნაწილია და მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენზე. იქნება უფრო მკაცრი სანქციები, მაგნიტსკის სიაში კონკრეტული ადამიანების შეყვანა, რაც გვარების გამოცხადებას გულისხმობს, ვიზების შემთხვევაში, შეიძლება ეს არც გამოცხადდეს და ვერც გავიგოთ, ვინაა სიაში შეყვანილი. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მთელი მთავრობა და სხვა ოფიციალური პირები არიან, მაგრამ მაგნიტსკის სია უფრო ფუნდამენტური საკითხია.
[აშშ-ის] განცხადებაში არსად საქართველოს მთავრობა არაა ნახსენები, ოფიციალური პირები ნახსენებია მხოლოდ როგორც 'ქართული ოცნება;. რეალურად, მათ საკუთარი თავიც კრიზისში შეიყვანეს. სამწუხაროდ, სახელმწიფოც პოლიტიკურ და სისტემურ კრიზისშია, რაც გადაულახავია ასეთი ფორმებით, რასაც ქართული ოცნება ცდილობს. პროტესტის იგნორირება, თითქოს ეს მილევადია, კრიზისიდან არ გამოიყვანს ქვეყანას. შეიძლება, პროტესტმა სახე იცვალოს, მაგრამ იმ წინააღმდეგობაზე თვალის დახუჭვით და ზურგის შექცევით, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ჯიუტად ამბობს, რომ უსამართლოა ქვეყანაში მდგომარეობა, სიღრმისეული კრიზისი არ გვარდება, ანუ, ქვეყანაში მოსახლეობისგან მანდატი არ აქვს ხელისუფლებას, რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა მართოს. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის, მათი ჯიუტი პროტესტის დამსახურებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, პრაქტიკულად ერთსულოვნად აღიარა, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია არ შეიძლება იქნას აღიარებული“, — ამბობს ცქიტიშვილი.
ის გამოეხმაურა ქართული ოცნების იმ განაცხადსაც, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება. მისი აზრით, ეს უსაფუძვლო მოლოდინია, რადგან ძველი და ახალი ადმინისტრაცია ერთმანეთთან კოორდინაციის გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებს.
"მითია, რასაც ქართული ოცნება ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან 'ჩააწყობენ'. ასე არ ეწყობა ამერიკასთან. ამერიკას პროცედურული დემოკრატია აქვს. თუ სისტემამ ადამიანის უფლებების დარღვევა ცნო, პროცესი წარიმართება იმის მიუხედავად, ვინ იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინი არის მითი, რათა დრო მოიგონ, თავისიანები დაარწმუნონ, რომ ყველაფერი კარგადაა. სინამდვილეში, არაფერი არაა კარგად მათთვის. 20 იანვრისთვის ცდილობენ, ახალი რეალობა დაახვედრონ ტრამპის ადმინისტრაციას", — განაცხადა ცქიტიშვილმა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები