ნორვეგიის ქართული დიასპორა ელჩს შეხვდა
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ნორვეგიაში შეხვედრა გამართეს საქართველოს ელჩთან, ზურაბ ბერიძესთან.
შეხვედრის მთავარი მოთხოვნა იყო მისი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ საჯარო განცხადების გაკეთება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. კონკრეტულად, მთავრობის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსის შეჩერებაზე, უკანონო დაპატიმრებებსა და იმ ძალადობრივ ანგარიშსწორებებსა და ტერორზე, რომელსაც პარტია ქართული ოცნება და მის მიერ მძევლად აყვანილი საჯარო სექტორი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყოველდღიურად იყენებენ.
მოქალაქეების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ელჩი ევროატლანტიკური კურსის შეჩერებაზე, მან აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს პროცესი ევროკავშირის მიერ 2030 წლამდე ისედაც შეჩერებული იყო. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ვერ შეუერთდება მისი კოლეგა დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლების განცხადებას მთავრობის ანტიევროპული კურსის დაგმობის შესახებ, რადგან არ იცის, ვინ არის ამ დოკუმენტის ავტორი.
დარბევებსა და პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობაზე საუბრისას ელჩმა სინანული გამოთქვა, თუმცა იქვე დაამატა, რომ პარიზის დემონსტრაციებში პოლიციის რეაგირება ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მისი პროფესიული მანდატიდან გამომდინარე, არ აქვს ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრის უფლება და ამას გააკეთებს მხოლოდ 2 წლის შემდეგ, როდესაც პენსიაზე გავა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დასაცავად. შესაბამისად, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ, რომ ელჩმა საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები