სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ივანიშვილის პოლიტიკას "ერის ღალატს" უწოდებს
ბიზნესმენი და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩხეიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოში დღეს ფაქტიური ძალაუფლება ერთპიროვნულად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, ივანიშვილმა დაამყარა ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება და მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია. ამით მან საქართველოს მოუსპო რეალური სახელმწიფო ფუნქციები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გახდა ქვეყნის ერთპიროვნული ხელმძღვანელი. ამით მან დაამხო ქვეყნის კონსტიტუციური წყობა და დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი. ამით მან ქვეყანა მოწყვლადი გახადა სხვადასხვა საშინაო და საგარეო რისკების მიმართ და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.
მისივე თქმით, ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან და სულ ახლახან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამ ყველაფერს ერის ღალატად აფასებს.
ცნობისათვის, გიორგი ჩხეიძე ამჟამად კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ბიზნეს პარტნიორია ორ ნაბიჯში.
"ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ დააყენებს და საკუთარი ერის მისწრაფებას დაუპირისპირდება განწირულია და აუცილებლად დამარცხდება.
რაც უფრო ძლიერ ეცდება დაჩაგროს და დაამარცხოს საკუთარი ერი, მით უფრო სასტიკად დაისჯება; ეს შედეგი ისტორიულად გარდაუვალია.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ქართველი ერი შევძლებთ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანისა და თავისუფლების დაცვას, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც გაბედავს და ჩვენს ნებასა და მისწრაფებას წინ აღუდგება.
საქართველოში დღეს ფაქტიური ძალაუფლება ერთპიროვნულად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რომელმაც მოახერხა და ხალხის ნაცვლად თავად გახდა ძალაუფლების წყარო და ფაქტობრივად ქვეყანა ერთპიროვნულად დაისაკუთრა. მისი მთავრობის თუ პარტიის ნებისმიერ წევრს, იმ ხალხს, რომელიც მან შემოიკრიბა და თავის სამსახურში ჩააყენა, იმდენად უმნიშვნელო რეალური უფლებები გააჩნიათ, რომ "პატრონის" გარეშე ვერანაირ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ დგამენ. ისინი მხოლოდ "რეჟიმის ჭანჭიკები" არიან.
ცხადია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს სწორედ ის წყვეტს და რა თქმა უნდა პასუხიც მას მოეთხოვება. ასევე მოეთხოვება პასუხი ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით ხელს უწყობს ივანიშვილის ბინძური გეგმების და ზრახვების განხორციელებას, თუმცა მათი დანაშაული ბიძინა ივანიშვილთან შედარებით იმდენად ნაკლებია, რამდენადაც ნაკლებია მათი რეალური გავლენა რეჟიმის შენარჩუნებაზე, რაც გინდა ფორმალური თანამდებობა ეჭიროთ.
შეცდომაა ვინმე კობახიძეს თუ პაპუაშვილის, ან კალაძის და გინდაც გომელაურის წინააღმდეგ ბრძოლა და დიდი ენერგიის ხარჯვა, ისინი არაფერს წარმოადგენენ. როცა საჭირო გახდება მათი პატრონი "ბარტყებივით გადმოუყრის" მსხვერპლად ქართველ ხალხს ნებისმიერ მათგანს.
მთავარი ძალისხმევა ივანიშვილისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მისი ხელქვეითებისკენ, აბა რა, მაგალითად ვინმე ვიგინდარა მდინარაძე ან ეს ზარქუა თუ ყაველაშვილი რამეს ნიშნავს?
ივანიშვილმა არჩევნების წინ, მის ცნობილ ინტერვიუში ხალხისგან მოითხოვა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაში მხარდაჭერა, რის მიზეზად დაუფარავად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მოსპობა, ანუ ერთპარტიული, ავტორიტარული სისტემის დამყარება, ასევე მიგვანიშნა, თუ დაფარა, მაგრამ ცხადია, რომ სურდა კონსტიტუციიდან ამოეღო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების ჩანაწერები.
წესით ქართველ ამომრჩეველს მხოლოდ ამ მიზეზით უნდა ეთქვა უარი მისთვის და გაეგდო პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ "ომის" შიშის დანერგვის კამპანიით და ევროკავშირში გაწევრიანების ყალბი დაპირებით მაინც მოახერხა მოეპოვებინა ამომრჩევლის ხმები.
რეალურად მისი ხმები "სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების" შიშსა და "ომში ჩათრევის" შიშს, მხოლოდ შიშს და სხვას არაფერს ეფუძნება. მან მოახერხა და დააშინა ხალხის დიდი ნაწილი, წარმატებით განახორციელა "საკუთარი ხალხის დაშინების პროექტი".
ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს თუ ხმების რა რაოდენობა მიიღო მან?
ის ახლა უკვე მაინც ისე მოქმედებს როგორც უნდა, არად დაგიდევს ხალხის ნებასა თუ ქვეყნის კონსტიტუციას.
ძალიან სამწუხაროა, რომ მან ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობითა და მხარდაჭერით, ტყუილის, სიყალბის, უღირსობისა და სიძულვილის კორიანტელში გადააგდო ქვეყანა. უღალატა ყველა იმ იდეალსა თუ მიზანს, რის გამოც თავის დროს ხალხმა აირჩია და ახლა უარესი ფორმით იმეორებს იმ ქმედებებს, რის გამოც ხალხმა წინა ხელისუფლებაზე უარი თქვა იმ იმედით, რომ არასდროს დაუბრუნდებოდა იმ საშინელ მდგომარეობას, მაგრამ ...
ივანიშვილმა დაამყარა ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება და მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია. ამით მან საქართველოს მოუსპო რეალური სახელმწიფო ფუნქციები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გახდა ქვეყნის ერთპიროვნული ხელმძღვანელი. ამით მან დაამხო ქვეყნის კონსტიტუციური წყობა და დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი. ამით მან ქვეყანა მოწყვლადი გახადა სხვადასხვა საშინაო და საგარეო რისკების მიმართ და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.
ივანიშვილი მიზანმიმართულად აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამით ხალხის ღირსებას შეურაცხყოფს. მან თავხედურად, ცინიკურად, ფაქტიურად პრეზიდენტად დაგვინიშნა მიშა ყაველაშვილი, რითაც გვითხრა, რომ ამაზე მეტის ღირსნი არ ვართ და რომ ეს გაუნათლებელი და უკულტურო ადამიანი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართველი ხალხის "ჰაბიდუსს". ამით კიდევ ის თქვა, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რით ვერ გაიგეთ, რომ ყველაფერი თავად მე ვარო.
ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან და სულ ახლახან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვას. როგორც არ უნდა ეცადონ მისი "კომიკური თოჯინები" ამტკიცონ, რომ ასეთი რამ არ თქმულა, ყველაფერი ძალიან გასაგებად ითქვა და ახლა ხალხს შეურაცხყოფას აყენებს თავისი უტიფარი დემაგოგების გუნდის პირით, თითქოს ნათქვამის შინაარსს ვერ ხდებოდეს ხალხი.
მან ამერიკასა და ევროკავშირთან დაშორებით ქვეყანას დააკარგვინა მოკავშირეები, რომელთაც შეუძლიათ განვითარებასა და თავის დაცვაში დაგვეხმარონ და მარტო დაგვტოვა ოკუპანტი რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების, შესაძლოა ფატალური საფრთხეების წინაშე. ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა და თან დასავლეთთან გაუგებარი ვაჭრობის, პოლიტიკური თამაშის საგნად აქცია.
ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება დააშოროს მოწინავე საკაცობრიო იდეალებს და ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს, შეუზღუდოს განათლება და ამის ნაცვლად ჩატოვოს წარსულის გადმონაშთებისა და ყალბი, "ვითომ ქართული" ღირებულებებით სავსე წყვდიადში. ცდილობს დააშინოს ხალხი, ვითომ დასავლეთი მორალს და ეროვნებას წაგვართმევს. ერთი სიტყვით ცდილობს ერს თავისუფლება წაართვას. ასე უფრო მოვერგებით მისი აზრით იმ სამყაროს, რაც მას წარმოუდგენია ქართველი ხალხისთვის.
ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს —
ერის ღალატი!!!
ივანიშვილს ჰგონია, რომ ქართველები ყველაფერს გადაყლაპავენ და შეეგუებიან, რომ ჩვენი დაშინება და დაბეჩავება შეუძლია.
მგონია, რომ ეს მისთვის აზარტული თამაშის სახეა, რომელშიც გამარჯვება სიამოვნებას ანიჭებს და თვითშეფასებას უზრდის. მაგრამ საბედნიეროდ ამ თამაშს მისდა მოულოდნელად აგებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ თამაშში იწვნევს ყველაზე დიდ მარცხს. მან გადალახა ზღვრები და გამოიწვია ის ქარიშხალი, რომელშიც ან თავად გადარჩება ან ქართველი ერი. სამწუხაროდ ასეა საქმე.
ახლა ის ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ყოვლად უსამართლო, უღირსი და სასტიკი მეთოდებით უსწორდება ხალხს.
ის სამწუხაროდ, კარგა ხანია გასცდა ლეგიტიმურობის ყოველგვარ საზღვრებს და სასტიკად ძალადობს ადამიანებზე. ის ცდილობს დანერგოს შიში და ძალმომრეობა.
ყველაზე მზაკვრული და საშიში ქმედება ის არის, რომ ცდილობს საზოგადოება გახლიჩოს, დააპირისპიროს და ერთმანეთი შეაძულოს ადამიანებს, დაასუსტოს და ასე დაიმონოს.
ივანიშვილის ქმედებებმა დაგვაბრუნა იმ ისტორიულ წერტილში, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობდა საქართველო 1988-89 წლების მოვლენების დროს. დღეს, 35 წლის შემდეგ კვლავ ვდგავართ რუსთაველზე და კვლავ მოვითხოვთ თავისუფლებასა და იმ დამოუკიდებლობას, რომელიც მაშინ ბრძოლით მოვიპოვეთ და ახლა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ დაგვაკარგინოს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ბოლომდე ბრძოლას და გამარჯვებას.
აქ უკვე დასათმობი აღარაფერია და გონივრულიც და ჭკვიანურიც სწორედ ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლაა - თავისუფლებისთვის ბრძოლა, — წერს გიორგი ჩხაიძე.
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები