ახალი რეგულაციებით, პიროტექნიკის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის წესების დარღვევა დაისჯება 1000-დან 6000 ლარამდე ჯარიმით და 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით
პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებას და მის შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება.
კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარით.
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიოს პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარით.
პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ცვლილებებით აკრძალვები და ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება, მეორე ნაწილი კი პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან: ქართული ოცნების წარმომადგენლები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები