კახა კალაძე: დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები
ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას, — განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
კახა კალაძის თქმით, ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოყვეს.
"უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, ქვეყნის ჩამოშლის მცდელობის ადგილად. ის იქცა საზოგადოების დაპირისპირების, ბულინგის, შეურაცხყოფის ადგილად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებსაც არ შეიძლება წავართვათ სიხარულისა და ბედნიერების განცდა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პატარები გავმიჯნოთ მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესებისგან. ვხედავთ, ძალიან სახიფათო საშიშ განცხადებებს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა და მოუწოდებდა სკოლის მოსწავლეებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისკენ. რომ არა საზოგადოების აღშფოთება, დარწმუნებული ვარ, ალბათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც მოუწოდებდა იმავე განცხადებით.
ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას. განადგურებული რუსთაველის გამზირის ფოტოების დემონსტრირება და სიხარულის ყიჟინით ამის რომანტიზება გაცილებით რთული აღმოსაფხვრელია ჩვენი შვილების ცნობიერებიდან, ვიდრე თვითონ გამზირის განახლება და მისი მოწესრიგება.
უნდა დასრულდეს დაპირისპირება, ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის. ვფიქრობ ამ გამოწვევების გადალახვა საერთო ძალისხმევითაა დასაძლევი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა", — აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები და დაიდგა მთავარი ნაძვის ხე. მისივე თქმით, დაუშვებელია, კითხვის ნიშანი დაისვას მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე.
"დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები. რასაკვირველია, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც ბოლო წლებია უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, უამრავი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოდის. რაც მთავარია, ჩვენს პატარებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, იზეიმონ და ბედნიერები შეხვდნენ ახალ წელს. თქვენ წარმოიდგინეთ, საომარი მოქმედებების დროსაც კი დგამენ ნაძვის ხეს და უქმნიან პატარებს საახალწლო განწყობას.
არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაისვას მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე.
ჩვენ კი ყველამ ერთად უნდა ვუსურვოთ გამარჯვებები ამ ქალაქს და ამ ქვეყანას, რადგან საერთო გამარჯვების გარეშე წარმატება შეუძლებელია.
მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს.
ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში - ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარალიმპიელების გამარჯვებები, UFC (იუ ეფ სი)-ს ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები.
წარმატებები გვქონდა არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია.
ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება — "გამარჯვებებით სავსე ქალაქი"! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით,"— განაცხადა კახა კალაძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები