საჯარო რეესტრის 234 თანამშრომელი ემიჯნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას EU-სთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 230-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.
თანამშრომლები ხაზგასმით წერენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.
"სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელი ვემსახურებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას და ჩვენი ყოველდღიური შრომა მიმართულია უპირველესად, საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა.
ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით. სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია.
განცხადება ღიაა ხელმოსაწერად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის", — წერია განცხადებაში
-
პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა
გადახედვა
-
შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა
გადახედვა
-
უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული 10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
გადახედვა
კომენტარები