კახა კალაძე: არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში "ნაცმაიდანი" მოაწყოს
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს გარე ძალებიდან მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში "ნაცმაიდანი" მოაწყოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს.
"ცხადია, საიდან იმართება ის, რაც ხდება. ეს ყველაფერი გარე ძალებიდან მართული პროცესია, რასაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა, ბოთლების და ქვების სროლა. გუშინ საერთოდ საოცრება ვიხილეთ — "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ პოლიციელებს. ეს ძალიან მძიმეა. დღეს სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" მოაწყოს",— განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეული ინციდენტები იყო, რასაც მოკვლევა დასჭირდება.
"სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები [პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების], მაგრამ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: როდესაც აქცია გაქვს დაანონსებული, იკრიბები, შეკრების თავისუფლება დაცულია, არავინ გიშლის. გადი, ჩაატარე შენი აქცია, მიტინგი, გამოთქვი მოსაზრებები, მაგრამ პოლიციელებს, რომლებიც უბრალოდ დგანან, მიდიხარ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ბოთლებს, ამასაც არ ჯერდები, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება და პეტარდების სროლა ხდება, მძიმე კადრებია, ეს იწვევს დაძაბულობას. მძიმეა, რაც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული შემთხვევები, რომლებიც შემაშფოთებელია. ყველაფერს დასჭირდება მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება",— განაცხადა კალაძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები