კახა კალაძე

კახა კალაძე

29 Nov. 2024, 12:53

"ჩვენ ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ძირითადი ლაით მოტივი იყო ეს განცხადებები, თითქოს ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს იყო სიცრუე!

არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, ოღონდ უნდა გაკეთდეს ღირსებით, არავის მივცემთ შესაძლებლობას საქართველოსთან მიმართებაში ისეთი დამოკიდებულებაში იყვნენ, რასაც ბოლო თვეები ვხედავთ. ვისმენთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, ცილისწამებით, შანტაჟით. არავის მიეცემა შანტაჟის შესაძლებლობა.

გავიხსენოთ, არჩევნების წინ გაკეთებული თუნდაც ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გამოიტანს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს", "მოლაპარაკებები არ გაიხსნება", "მოლაპარაკებები შეჩერებულია". მაშინ პრობლემა რა გახდა?! ეს არის ცრუ პროტესტი, ყველაფერი ტყუილი. რეალობაში რა ხდება, გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში გაფართოება ვერ მოხდება. კარგად გვესმის, რომ ყველა ქვეყანას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, თუნდაც, ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ხარისხი....ეს მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია მიაღწიო ამ ყველაფერს თუ ეკონომიკური განვითარება არ გვექნება. თუ მშვიდობა არ გვექნება, ვერც ეკონომიკურ განვითარება გვექნება და ვერც წინსვლა.

2028 წლისთვის სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი გვექნება. ყველა პარამეტრით წინ ვიქნებით წასული. 2030 წლისთვის მზად ვართ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ. თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ?! გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს?! ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი. არავის მიეცემა შესაძლებლობა ქართველი ხალხი დააშანტაჟოს.

დღეს კანდიდატის სტატუსის მიცემა - არ მიცემის ინსტრუმენტის ნაცვლად აქვთ სხვა ინსტრუმენტი. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნა. აქ ვარ, პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი ვარ, მოლაპარაკებების გახსნა გინდათ? გახსენი, მზად ვართ, ამას ვინ გიშლით?!

არავის მივცემთ უფლებას, ხალხი დააშანტაჟოს. ყველას მოგიწევთ შეეგუოთ, რომ საქართველო არ არის ტერიტორია. საქართველო არის სამშობლო. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს, კულტურას, ტრადიციას და წარსულს“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  3. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  4. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც თანმხლებ…