ალექსანდრე წულაძის თქმით, ქართული ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ნაწარმოებები იმიტომ ამოიღეს, რომ ისინი არასავალდებულოა
ფოტო: განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სასწავლო პროგრამებში სავალდებულოა, აღნიშნული ნაწარმოებები კი სასწავლო პროგრამაში არასავალდებულოა, — ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატს აქვს ინიციატივა, რომ ქართული ლიტერატურის საგამოცდო მასალებიდან ამოღებული ნაწარმოებები ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით სავალდებულო გახდეს. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს საკითხი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის გადასაწყვეტია.
"არ მინდა აუდიტორიას დავპირდე, რომ აუცილებლად შევიტანთ, იქიდან გამომდინარე, რომ რა იყოს სასწავლო ან საგამოცდო პროგრამაში, ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ რაიმეს შეთანხმების შემდეგ ამ საკითხების ფართო განხილვა და დისკუსია ხდება. დიდი სურვილი მაქვს და იმედია, შევძლებთ, მაგრამ ამ საკითხის დამოუკიდებელი ექსპერტები წყვეტენ", — განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მისი თქმით, მსოფლიოშიც ასეა, რომ ყველა ნაწარმოებს, რისი სურვილიც გვაქვს, რომ სკოლებში ისწავლებოდეს, სავალდებულოს ვერ გახდი. "ეს მეთოდოლოგიური თვალსაზრისით არასწორია. ვერავინ, ვერსად ვერ სწევს იმას, რისი სურვილიც სისტემას, განათლების სამინისტროს ან მასწავლებლებს აქვთ. ამიტომაა, რომ სასწავლო პროცესში მასალა იყოფა სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილად. გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სავალდებულოდაა სასწავლი", — აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
რაც შეეხება ინფორმაციას ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან საკითხების ამოღების შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი ოპონენტების შეფასებებს ტყუილის ტირაჟირებას უწოდებს და ამბობს, რომ პროგრამიდან არათუ რომელიმე საკითხი ამოიღეს, არამედ პირიქით - მიმართულება გააძლიერეს.
"ტყუილის ტირაჟირებაა - ისტორიის სასწავლო პროგრამიდან, ან საგამოცდო პროგრამიდან, არცერთი ის საკითხი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მიუთითებენ, არ ამოგვიღია. პირიქით, ამ მიმართულებით აჯანყებების პარალელურად დაემატა მთლიანი თავი, რომელსაც ჰქვია საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ და ამ თავში შევიდა როგორც ჯანყი, ასევე 1832 წლის შეთქმულებაც და ცალკე გამოვიდა. აქამდე ეს არასდროს ყოფილა", — ამბობს ალექსანდრე წულაძე.
ამავე თემაზე:
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები