არასწორია ასე ზერელედ მისცე მითითებები ასეთ დიდ, მნიშვნელოვან და პოლიტიკურ თემას — ისტორიკოსი 2025 წლის ისტორიის საგამოცდო პროგრამაში ცვლილებაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა წარმოადგინა, სადაც, 2024 წლის პროგრამასთან შედარებით, ცვლილებებია შესული, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე საქართველოს ისტორიის პროგრამებში.
სოციალურ ქსელში ისტორიკოსი შაკო დარბაიძე წერს, რომ 2025 წლის ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ. "ასევე პროგრამაში ვერსად ნახავთ სოლომონ II-ის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას", — წერს შაკო დარბაიძე.
2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის ისტორიის საგამოცდო საკითხთა ჩამონათვალში 1802, 1804, 1812, 1819, 1820 წლის აჯანყებები დაკონკრეტებული არ არის. ქვეთავში — "მსოფლიო და საქართველო XIX საუკუნეში" XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები ასეა დაკონკრეტებული: საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832
წლის შეთქმულება და თერგდალეულები.
NEWS.On.ge საკითხის გარკვევას ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილთან შეეცადა. მისი თქმით, აქ უფრო გამარტივება ხდება საგნის და არა პოლიტიკური მოტივით რაღაცების ამოღება. "კითხვები უნდა იყოს დაისვას Naec-თან — რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობაში რა ქრონოლოგიურ ჩარჩოს მოიაზრებენ 1801-დან 1810 წლამდე პირობითად, თუ 1820-იან წლებამდე. ეს ბევრად გაამარტივებდა ამ ამბავს". მისივე თქმით, ეს თემები "სასკოლო სახელმძღვანელოში არის და იქნება, ყოველ შემთხვევაში, სანამ რუსეთს გუბერნია არ გავხდებით".
"ვნახე პროგრამა და წიგნებიც, რითაც უნდა იხელმძღვანელონ. წიგნების შემთხვევაში ძალიან ბუნდოვანია იმიტომ, რომ ერთ წიგნში სხვა სათაურითაა ეს ამბავი, მეორე წიგნში — სხვა სათაურით და ფორმულირებით. რთულია ითქვას, რომ განზრახ ამოიღეს, ასე არ ხდება ხოლმე, მაშინ საერთოდ რუსულ ოკუპაციასაც (!) ამოიღებდნენ და 1832 წლის შეთქმულებასაც და დაპყრობასაც. აქ უფრო გამარტივება ხდება საგნის და არა პოლიტიკური მოტივით რაღაცების ამოღება გამოცდებზე. ისე, სასკოლო სახელმძღვანელოში არის და იქნება ეს თემები, ყოველ შემთხვევაში, სანამ რუსეთს გუბერნია არ გავხდებით.
თან დაკონკრეტებული არ არის საქართველოს დაპყრობაში რა იგულისხმება, აშკარად აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა არ იგულისხმება, ორივე ნაწილის დაპყრობა იგულისხმება. შესაბამისად კითხვები უნდა იყოს დაისვას NAEC-თან — საქართველოს დაპყრობასთან დაკავშირებით რა ქრონოლოგიურ ჩარჩოს მოიაზრებენ 1801-დან 1810 წლამდე პირობითად, თუ 1820-იან წლებამდე. ეს ბევრად გაამარტივებდა ამ ამბავს", — აცხადებს გიორგი ჯავახიშვილი.
მისი თქმით, "დაპყრობა" ძალიან ზედაპირული და ზერელე ნათქვამია, დაპყრობა საქართველოში გაგრძელდა სულ მცირე 9 წელი და დამორჩილება თითქმის 32 კი არა, თითქმის 48 წელი. შესაბამისად — "არასწორია ასე ზერელედ მისცე მითითებები ასეთ დიდ და ასეთ მნიშვნელოვანს და პოლიტიკურ თემას".
"დაპყრობა" ძალიან ზედაპირული და ზერელე ნათქვამია, დაპყრობა საქართველოში გაგრძელდა სულ მცირე 9 წელი და დამორჩილება თითქმის 32 კი არა, თითქმის 48 წელი. მოდი, დაპყრობა შევიტანოთ, სისულელეა. იმიტომ, რომ უნდა დააკონკრეტო ქრონოლოგიურ ჩარჩოში რას გულისხმობენ, ისტორია ავტობუსის გაჩერება არ არის, რომ კონკრეტულ ადგილას გააჩერო და მერე დაიწყო ახალი.
ეგ ართულებს პრობლემას, რას გულისხმობენ, პოლიტიკური სამთავროების გაუქმებას, ეკლესიის გაუქმებას? ამაზე უნდა გააკეთონ კომენტარი აუცილებლად. ვიღაცისთვის მთავრდება საქართველოს დაპყრობა 1810 წელს, როცა იმერეთის სამეფო დაიპყრეს, მეორისთვის — 1811 წელს, ვიღაცისთვის 1857 წელს, როცა სვანეთის სამთავრო გააუქმეს. ამიტომ დააკონკრეტოს ქრონოლოგია Naec-მა. არასწორია ასე ზერელედ მისცე მითითებები ასეთ დიდ თემას და ასეთ მნიშვნელოვანს და პოლიტიკურ. ძალიან რთულდება ინტერპრეტაცია და აზრის გამოტანა — რას გულისხმობენ . ძალიან ბუნდოვანია, რა უნდათ და რას ითხოვენ აბიტურიენტებისგან", — განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.
NEWS.On.ge თემაზე მუშაობას გააგრძელებს და Naec.ge-სთან დაკავშირებას შეეცდება.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ისტორიის პროგრამის გარდა, Naec.ge-მ ცვლილებები შეიტანა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში.
კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან მთლიანად ამოღებულია პაოლო იაშვილის პოეზია, პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი, ვაჟა ფშაველას პოემა ბახტრიონი და პუბლიცისტური წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, ჩემო კალამო, პასუხის პასუხი, გრიგოლ ორბელიანის პასუხი შვილთა და სხვა პატრიოტული ხასიათის ლექსები, პოემები და მოთხრობები.
ამავე თემაზე:
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები