მამუკა მდინარაძე

19 Nov. 2024, 13:49

"საქართველოს აქვს თავისი ხასიათი, თავისი მენტალობა, იდენტობა, კულტურა, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და არაფრის ფასად არ დათმობს ამ ყველაფერს. არის რაღაც „წითელი ხაზები“ ნებისმიერი ქართველისთვის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ის არაფრის გამო არ გადავა. ეს „წითელი ხაზი“ გადის ქართულ ტრადიციაზე, ქართულ ხასიათზე, ეროვნულ იდენტობაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ბევრი თვისებაა და ამ თვისებების ფარგლებში, ამ ხასიათის ფარგლებში, ამ ქართული იდენტობის ფარგლებში ჩვენ არასდროს დავუშვებთ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა რისკები იყოს მეორე მხარეს, რომ ჩვენ ბავშვებს ლგბტ პროპაგანდა მოვახვიოთ თავს. ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს უფრო მაგრად, ვიდრე ევროპის რამდენიმე ქვეყანაც კი, უფრო მაგრად, ნებისმიერი უმცირესობის უფლებას დავიცავთ. ეს საკითხი შეუვალია და არავინ აურიოს ერთმანეთში, მაგრამ როდესაც ამის პროპაგანდაზეა საუბარი, ღმერთის წყალობით, დღეს ისეთი ცვლილებებია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის ჩვენ მეგობარ აშშ-ში, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან იხსნება და ესენი ჩვენ, ამ საკითხის, პირიქით, პოპულარიზაციისკენ მოგვიწოდებენ, რაც არ არის სწორი. მე მგონია, რომ ეს წნეხი ნელ-ნელა მოიხსნება", — განაცხადა მდინარაძემ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  5. "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება…