სახალხო დამცველის აპარატის 5 თანამშრომელი: დაკავების დროს გამოყენებული მეთოდები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
ფოტო: Mo Se
სახალხო დამცველის აპარატის 5 თანამშრომელი სოციალურ ქსელში 19 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალის გამოყენებისა და დაკავების ფაქტებს ეხმაურებიან.
მათი თქმით, დაკავების დროს გამოყენებულ მეთოდები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ზედმეტ კომენტირებასაც არ საჭიროებს. ისინი იმედოვნებენ, რომ “ოდესმე მართლმსაჯულება ამ ფაქტებს პასუხს გასცემს”.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუ შეკრებისას და გზის გადაკეტვისას სხვა ადამიანების უფლებები ირღვეოდა, აქციის მონაწილეებისთვის ალტერნატიული ადგილი უნდა შეეთავაზებინათ. რაც შეეხება დაკავებებს, ეს მავნე პრაქტიკაა, "ძირითადად ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტს და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე აქვს".
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წერენ, რომ ყველაზე მეტად საგანგაშო იყო ის, თუ როგორ ექცეოდნენ სამართალდამცავები ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებული საკანონმდებლო დაცვის სტანდარტით სარგებლობენ.
"სამწუხაროდ, ამჟამად რამდენიმე ჩვენგანი თბილისში არ ვიმყოფებით და ვერც ადგილზე ვნახეთ დილას მიმდინარე მოვლენები. მიუხედავად ამისა, უკვე დაგროვილი ცოდნის, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა თუ პრაქტიკის საფუძველზე, გვინდა რამდენიმე კომენტარის გაკეთება აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებულ ზომებთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა და ტრანსპორტის შეფერხება შეკრების ბუნებრივი თანმდევი მოვლენაა. ქუჩაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება, ცალკე აღებული, არც მანქანებს აქვთ, არც ცალკეულ ინდივიდებს და არც შეკრების მონაწილეებს. იმ შემთხვევაში, თუ შეკრების შედეგად მომეტებულად ხდება სხვების უფლებების შეზღუდვა, ეს შემხვედრი ინტერესები ბალანსდება და შეზღუდვებიც ამგვარ შეფასებას ეყრდნობა. რომც ჩავთვალოთ, რომ ინტერესთა ბალანსის ტესტი ამ შემთხვევაში შეკრების სასარგებლოდ არ გადაწყდა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მონაწილეების მიმართ ნებისმიერი სახის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია. პირველ რიგში, მათ ალტერნატიული ადგილი უნდა შესთავაზონ. ამის გარდა, ყველა მზღუდავი ღონისძიება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს.
როგორც ყველასთვის ცნობილია, შეკრების მართვისას, პოლიცია, წლებია, აქტიურად მიმართავს მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებას წვრილმანი ხულიგნობის ან/და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საფუძვლით. ეს ფაქტები სახალხო დამცველის აპარატსაც არაერთხელ შეუფასებია მავნე პრაქტიკად, რაც ძირითადად ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტს და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე აქვს.
შეკრების მონაწილეთა დაკავება განსაკუთრებით პრობლემურია იმიტომ, რომ ის არის დროის მიმართ მგრძნობიარე მოვლენა — ამგვარი დაკავების ან შემდეგ უკვე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, მონაწილეს, შესაძლოა, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა 24 საათიდან 15 დღემდე ვადით შეეზღუდოს, რაც, ერთი მხრივ, მსუსხავი ეფექტის მატარებელია შეკრების და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ორგანიზატორების დაკავების შემთხვევაში, ქმნის საპროტესტო მუხტის ჩახშობის საფრთხეს. აქედან გამომდინარეობს საერთაშორისო სტანდარტი, რომ დაკავება მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს, როდესაც სახელმწიფოს მომეტებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა სხვა საშუალებებით უბრალოდ არ შეუძლია.
ვფიქრობთ, რომ მელიქიშვილზე შეკრების მონაწილეების და პოლიციელების რაოდენობა მარტივად იძლეოდა გზის გათავისუფლების შესაძლებლობას (ასეთი მომეტებული ინტერესის არსებობის დაშვებით) სხვა მსუბუქი საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების გზით. რაც შეეხება დაკავების დროს გამოყენებულ მეთოდებს, არანაირ კრიტიკას არ უძლებს და ზედმეტ კომენტირებასაც არ საჭიროებს — ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მართლმსაჯულება ამ ფაქტებს პასუხს გასცემს.
ყველაზე მეტად საგანგაშო იყო ის, თუ როგორ ექცეოდნენ სამართალდამცავები ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც, დიახაც, სარგებლობენ განსაკუთრებული საკანონმდებლო დაცვის სტანდარტით. სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით ხდება საზოგადოების ინფორმირება, რა მეთოდებით ახდენს ხელისუფლება შეკრების საპოლიციო მართვას, როგორ ეპყრობა მის მოქალაქეებს და სახეზეა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. საზოგადოებას ამ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, წლებია, სერიოზული გამოწვევაა მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც აზიანებს მედიის თავისუფლების ხარისხს და შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ ჟურნალისტები, შესაძლოა, თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ მათი საქმიანობის გამო. სწორედ ამის დასტური იყო პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე შემზარავი თავდასხმის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ", — ნათქვამია თინათინ თინიკაშვილის, გიორგი ტყებუჩავას, ანი სალდაძის, ნინო შალამბერიძის და მარიამ მოსეშვილის განცხადებაში.
მანამდე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა. სადაც ნათქვამია, რომ როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, "აქცია იყო მშვიდობიანი და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში".
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები