მედიის ადვოკატირების კოალიცია

19 Nov. 2024, 13:11

"დღეს, 19 ნოემბერს, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორებისა და ჟურნალისტებზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს განხორციელდა. კერძოდ:

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;

სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პუბლიკას" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;

სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას", რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, და საკუთარი ქმედებებით, პირიქით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ გარემოს.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს — დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების მიმართ;

ასევე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…