დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარმოადგინეს
ფოტო: ნეტგაზეთი
დღეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.
მათი თქმით, დარღვევები მოხდა არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდეც, რაც ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს. მათივე განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებამ გააჩინა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ის მექანიზმები განმარტა, რის გამოყენებასაც განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მისი თქმით, საქართველოს 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაში მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობა.
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო მექანიზმებით უნდა ჩატარდეს გამოძიება, ხშირად ისმოდა კითხვა, ვინ შეიძლება გამოიძიოს და რა შეიძლება იყოს ამ გამოძიების საფუძველი. ჩვენ გვაქვს ვერსიები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს დისკუსიები, რა შეიძლება გახდეს საფუძველი და რა მექანიზმი შეიძლება იყოს. პირველი, ჩვენი აზრით, ეს არის ევროკავშირი, ვინაიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და არის 9 შესასრულებელი პუნქტიდან მეოთხე პუნქტი. ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი, რათა დაადასტუროს ან უარყოს ხელისუფლების პრეტენზია ამასთან დაკავშირებით", — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მეორე ვერსიად განიხილავენ ამერიკის და ევროკავშირის გამოძიებას.
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არაა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება საქართველოსთვის დონორული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგრამების აღდგენის ან შეჩერების შესახებ", — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ასევე ერთ-ერთ ვერსიად განიხილება აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მექანიზმის ამოქმედება და გამოძიება, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები მოსთხოვა, რომ მათი პირადი ნომრებით ვინმე სხვა არ მისულიყო არჩევნებზე.
"ეს ვიცით ზუსტად: ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები. ანუ ავიაკომპანიებს სთხოვეს, რომ დღეს ვინ ჩამოდიან, მათი სიები მოგვეცითო, რომ დაედარებინათ ეს სიები, ენახათ და ვიღაც იმათ ნაცვლად, იმათი პირადი ნომრებით არ მისულიყო საარჩევნო უბანზე", — განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ოპოზიციის შეცდომა იყო, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დათანხმდნენ, რომელსაც არ იცნობდნენ, შეეშალათ, მაგრამ მთავრობა გაყალბებაზე დაიჭირეს.
"ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა - ვაღიროთ ყველამ, პოლიტიკურმა, არასამთავრობო და საზოგადოებრივმა სპექტრმა. სისტემა, რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გამოიყენო ისტორიული არჩევნების მომენტში. შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებას უკვე ასობით მტკიცებულება ახლავს და გეგმა არის პროტესტი და მუდმივი წინააღმდეგობა.
"ასევე გეგმა არის იმ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რა მიმართულებითაც იდგმება მეტი ნაბიჯი და მძიმე ნაბიჯი. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, დღეს რომ მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. მეორე მიმართულებაა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მესმის, რომ ჩვენც რომ ვიყოთ ამერიკელი კონგრესმენი ან აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, თუ მეტყვით მტკიცებულებების გარეშე, რომ 300 000 ხმა მიიწერა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება ძნელად დასაჯერებელი იყოს, იმ მასშტაბის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, ამ გაყალბებას ახლავს უკვე ასობით მტკიცებულება", — განაცხადა ნიკა მელიამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები