ირაკლი კობახიძე

8 Nov. 2024, 14:41

"XIX საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და რუსეთიდან შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, შემოჰქონდათ სიახლეები. მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ითვისებდნენ ევროპულ ფასეულობებს, თუმცა ივიწყებდნენ ქართულს და უფრო მეტიც, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საქართველოში, მათ ეთაკილებოდათ ყველაფერი ქართული. ილია ჭავჭავაძე იყო ამის სრულიად საპირისპიროს გამოვლინება, ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს, უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაივიწყეს ქართული, ვერაფერი შექმნეს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ვერ დატოვეს ვერავითარი მემკვიდრეობა. ამისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა და ერთობამ ამ ადამიანებისამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, ეს მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აქტუალური დღევანდელ დღესაც".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…