მამუკა ხაზარაძე

6 Nov. 2024, 16:24

"ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები და მინდა, მივულოცო. მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ის კომპანია, რომელიც ტრამპის უახლოეს მეგობარს, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს [ეკუთვნის], და აკეთებდა ინვესტიციას ჩვენ კომპანიაში, ის გააგდეს ამ ქვეყნიდან, მე გავახსენებ მას.

მე გავახსენებ, რომ პომპეო, ტრამპის სახელმწიფო მდივანი იყო, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრები, სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლია.

ამათ ილუზია არ ჰქონდეთ, რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, რომ ტრამპი მოვა და ოცნება გაიმარჯვებს. არა, მეგობრებო, თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ადმინისტრაციები იცვლებიან, პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ მათ, ამიტომ დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად, თქვენთან ბრძოლა არის ჩემთვის დიდი პატივი, ყველანაირი საფრთხე გადადეთ გვერდზე, როცა ვართ ერთად, ვერ მოგვერევიან, ეს გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ

შარლიზ ტერონთან ინტერვიუ გამოქვეყნდა The New York Times-ში ეს ინტერვიუ შარლიზ ტერონთან მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა.…