სისტემა დილემის წინაშე: დადგება თუ არა არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ?
ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებამ სისტემა დილემის წინაშე დააყენა: იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი ცხოვრებისთვის ისტორიულია.
"სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ ხუჭუამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა რამდენად დიდი როლი აქვს ერთ სამართლიან მოსამართლესაც კი ქვეყანაში. საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი არის ის, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარულობის პროცესის დარღვევას მოსამართლემ მიიღო სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება“, — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელი აცხადებს, მოსამართლის ვალდებულება იყო მიეღო სწორი გადაწყვეტილება და თავის მხრივ, საზოგადოებამ უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს სამართლიან გადაწყვეტილებას.
„სწორ გადაწყვეტილებას როდესაც იღებს მოსამართლე, ბუნებრივია, რომ საჭიროებს საზოგადოების მხარდაჭერას, სწორ რეაგირებას, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მისი ვალდებულება. ჩვენს ქვეყანაში ის არის პრობლემა, რომ მოსამართლეები არ ასრულებენ ამ ვალდებულებას, ამიტომაც ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ის კამპანია, რომელიც დაიწყო ხელისუფლების, პროპაგანდისტული მედიის მხრიდან, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებისთვის ეს იყო სრულიად მოულოდნელი“, — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ერთჯერადად საჩივრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით სრულდება პროცესი და სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის. ყველაფერი დამოკიდებულია, რას იტყვის სააპელაციო სასამართლო.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რადგან, მათი თქმით, მისი ცოლი, მწერალი ელზა გურგენიძე, ოპოზიციის მხარდამჭერია.
ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მოწმობს, რა გავლენები აქვს ხელისუფლებას სასამართლოზე და იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ შექმნა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და რომ კონსტიტუციური უფლება ხმის ფარულად მიცემასთან დაკავშირებით, დარღვეულია.
"ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მოწმობს, რა გავლენები აქვს ხელისუფლებას სასამართლოზე, თავისი განცხადებებით აღიარებენ ამას. ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებასაც კი აქვს თავისი სამართლებრივი შედეგები, ძალა და მნიშვნელობა, ამდენად საკითხის მნიშვნელობის დაკნინება შეუძლებელია, იმიტომ რომ აწყობს თუ არა ეს ვინმეს, გადაწყვეტილება მიღებულია. რაც არ უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოში, თუნდაც შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება, ძალიან კარგია, რომ საქართველოს რეალობაში ერთმა მოსამართლემ მაინც საარჩევნო საქმეებზე თქვა თავისი სათქმელი. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სასამართლო და როგორ შეუძლია ერთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად შეცვალოს ყველაფერი", — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილისთვის კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების სააპელაციო განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა. ჯანეზაშვილის განმარტებით, სასამართლოს ამ ყველაფრის გაერთიანება პროცესუალურად შეეძლო, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს საეჭვო რეპუტაციის ფონზე სადავოა.
გუშინ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. საია ითხოვდა შედეგების გაბათილებას იმ უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით ტარდებოდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები