კალაძე: მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ჟურნალისტის კითხვას თუ რას ფიქრობს ოპოზიციური ძალების მიერ დაანონსებულ აქციასა და რევოლუციური მოწოდებების შესახებ უპასუხა, რომ "მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს".
"ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს. ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა. გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ", — განაცხადა თბილისის მერმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას.
კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს "სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას, ღირსებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას".
"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო 1 მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას.
რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ბოლო წლებსა და თვეებში ვხედავთ, ხელისუფლების სათავეში ვერასდროს მოვა. როგორ შეიძლება ქვეყნის მოღალატეს და აგენტს მოსახლეობამ ქვეყნის ბედი ანდოს? ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა“, — განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა დასავლელი პოლიტიკოსების დიდი კრიტიკა გამოიწვია. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებით, არჩევნები უპრეცედენტო დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყანაში არჩევები უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს.
ზურაბიშვილმა დღეს, 28 ოქტომბერს პარლამენტის წინ აქცია დააანონსა, რომლის მიზანიც არის ის, რომ საქართველოს საზოგადოებამ საერთაშორისო საზოგადოებას ევროპული არჩევანი დაანახოს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები