საარჩევნო უბნების 9% ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას არ იცავდა – ISFED დარღვევებზე
ფოტო: ISFED
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების 9% ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას არ იცავდა, საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან, იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, რამდენიმე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტებიც, – ასე აფასებს ISFED-ი საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.
"სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება. ასევე, იყო უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტებიც. ჩვენი შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოეხდინა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული არჩევნების საბოლოო შეფასებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე.
არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას. ასევე, საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები. იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევებიც, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.
სამართლიანი არჩევნები აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს, რომლებმაც ასევე იმოქმედა გავლენა კენჭისყრის პროცესებზე და შედეგებზე. სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო უბნების 11%-ზე გარე პერიმეტრზე გამოავლინა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.
ორგანიზაციამ საარჩევნო უბანთა 11%-ის გარე პერიმეტრზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები დააფიქსირა. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება, ასევე რაც ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია არის ის, რომ უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც ძალიან აღემატება წინა არჩევნების დროს მსგავსი ფაქტების გამოვლენას.
რაც შეეხება, კონკრეტულ პრობლემურ შემთხვევებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაგალითად, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ორი შემთხვევა; მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა; 1-ზე მეტი ბიულეტენის გაცემის 18 შემთხვევა; გადასატან სარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა. ასევე, ვნახეთ ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული შემთხვევები. განსაკუთრებით პრობლემური იყო, უბნის მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც დამკვირვებელს სათანადოდ არ ეძლეოდა ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკო-ში.
უბნის გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, დაახლოებით 100-ზე მეტი ინციდენტი იყო. დაახლოებით 170 ინციდენტი უბნის შიგნით", — განაცხადა ნინო დოლიძემ.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები