სალომე ზურაბიშვილი

26 Oct. 2024, 16:19

"მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივმართო და ვუთხრა, დღევანდელი არჩევნები რამდენად მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ აქტივობა ძალიან მაღალია და ეს კარგის ნიშანია. საჭიროა, რომ ეს დღის მეორე ნახევარშიც ასევე გაგრძელდეს. საზღვარგარეთაც არაჩვეულებრივი აქტიურობაა [...]

ასევე, მინდა აღვნიშნო ძალიან ცუდი, ძალადობის ფაქტები, რაც სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუმტვრიეს, ხან პირდაპირი ძალადობაა. ჯგუფები არიან შეკრებილი. ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა და კონფრონტაცია მოხდეს [...] ეს სისუსტის მაჩვენებელია, ასე რომ, ამით არავინ შეშინდეს.

მინდა, შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართო, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდები. ჩემი ადმინისტრაცია მის მოადგილეს ვერ უკავშირდება. ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა, მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს, რადგან არ შეიძლება, საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა დავუშვათ. ეს ჩვენ არ გვეკადრება."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. IPN-ის ცნობით, ამ ეტაპზე მძღოლის დროებითი…