ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ქონების ნუსხა "პოლიტმრიცხველის" მიხედვით
პოლიტიკოსთა ქონებასა და საქმიანობის მკვლევარი ორგანიზაცია პოლიტმრიცხველი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე არსებული უძრავი ქონებების ჩამონათვალს აქვეყნებს საქართველოსა და რუსეთში.
მათი ინფორმაციით, ივანიშვილსა და მის ცოლს 22 უძრავი ქონება აქვს საქართველოსა და რუსეთში, რომელთა ფართობი 1000-დან 8 000 კვ/მ-დეა.
ამას გარდა, ივანიშვილის კომპანიებს საქართველოში 403 მოქმედი და 70 ყოფილი უძრავი ქონება აქვს.
პოლიტმრიცხველი წერს, რომ თავისუფლების მონიტორის 2020 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში 500-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობდა იმ დროისთვის, ჯამური ფართით — დაახლოებით 1600 ჰექტარი. ამის შემდეგ ქონების ნაწილი ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ ქართუს საკუთრებაში გადაიტანა, ნაწილი კი გაასხვისა, გააჩუქა. მსგავსი სქემით ფლობს ბიძინა ივანიშვილი საცხოვრებელ სახლს აბასთუმანში და ბიზნეს-ცენტრს — თბილისში. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს იჯარით აქვს აღებული შპს ბიზნეს ცენტრისგან ბიზნეს ცენტრი თბილისში. შპს ბიზნეს ცენტრის-ის 100% წილს ფლობს საქველმოქმედო ფონდი ქართუ. ფონდ ქართუს დამფუძნებელია სს ქართუ ჯგუფი, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს 3 ოფშორული კომპანია: 1. კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი; 2. სარგანს ლიმიტედი და 3. ტარპან მენეჯმენტ ლიმიტედი ქართუ ბანკის ვებგვერდზე კი ატვირთულია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სს ქართუ ჯგუფის ბენეფიციარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილია .
Forbes-ის 2012 წლის სტატიის მიხედვით, ივანიშვილის საკუთრებაშია დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორისაა: დამიენ ჰირსტის, როი ლიხტენშტეინის ნამუშევრები, ასევე, პიკასოს დორა მაარი კატით. 2021 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფერწერული ტილოების ნაწილი გაყიდა და რომ გეგმავდა დარჩენილი ნაწილის გაყიდვასაც.
თავისუფლების მონიტორის 2020 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს საქმიანობას საქართველოში იმ დროისთვის სულ მცირე 13 ოფშორული კომპანიით ახორციელებდა და ამ ოფშორული კომპანიებით მას საქართველოში 100-ზე მეტი ფირმა ჰქონდა რეგისტრირებული. მათ შორის არის სს ქართუ ბანკი, რომლის მფლობელია ფონდი ქართუ და რომლის წმინდა მოგებამ 2023 წელს 35,666,000 ლარი შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთში ივანიშვილების ოჯახის უძრავი ქონების ნუსხა ასე გამოყურება:
ჭორვილა (2006 წ) – 2,145 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) – 1,360 კვ.მ, 2 ნაგებობა, საერთო ფართი 320 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) — 79,896 კვ.მ და 10 ნაგებობა საერთო ფართით 9,621 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) — 40,004 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) — 2,545 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) — 19,116 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) — 2,560 კვ.მ.;
საგურამო (2000 წ) — 5,500 კვ.მ.;
თბილისი (2011 წ) — 116 კვ.მ.;
ჭორვილა (2023 წ) — 271 კვ.მ.;
საირხე (2007 წ) — 1,601 კვ.მ.;
საირხე (2007 წ) — 4,082 კვ.მ.;
ჭორვილა (2007 წ) — 3, 929 კვ.მ, 2 ნაგებობა საერთო ფართით 261.5 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) — 6,700 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) — 4,347 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) — 1,060 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) — 4,500 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) - 2,070 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) – 7,000 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) - 614 კვ.მ.;
მოსკოვი (2024 წ) — 795.60 კვ.მ.
25 ოქტომბერს, Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების რეიტინგში 394-ეა და მისი ქონება 7.52 მლრდ დოლარია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები