მედიაომბუდსმენი: მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო
მედიაომბუდსმენი ქართულ მედიაზე ორთვიანი დაკვირვების შედეგებს ასაჯაროებს. ორგანიზაცია შეეცადა გაერკვია, მოახერხა თუ არა მედიამ შეესრულებინა ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და რა პირობებია ჟურნალისტური საქმიანობისთვის საქართველოში.
მედიაომბუდსმენის შეფასებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა და რიტორიკა მედიის მიმართ უცვლელი იყო. წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმი არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საზოგადოებას ხელი არ მიუწვდებოდა მრავალფეროვან პოლიტიკურ დებატებზე. ანგარიშში ინფორმაციას, რომელიც ეყრდნობა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე - ს მონაცემებს, რომლის მიხედვით, 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 26 პუნქტით გაუარესდა. 180 ქვეყანას შორის საქართველომ 103-ე ადგილი დაიკავა. მაშინ როდესაც 2023 წელს რეიტინგში 77-ე პოზიცია ეკავა.
მედიაომბუდსმენის დასკვნით, მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, უახლოვდება მოსკოვს და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულად განწყობილ პოლიტიკას ატარებს.
"საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო", — ასკვნის ორგანიზაცია.
ანგარიშში ვკითხულობთ კონკრეტულ ფაქტებს, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება და მისი დაქვემდებარებული ინსტიტუციები მედიას და სამოქალაქო სექტორს უკანონო შეზღუდვებს უწესებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. რუსული კანონის ამოქმედება არ შეაჩერა, არსებობს მედიაორგანიზაციების დახურვის წინაპირობები, მედიაომბუდსმენი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია ქართული ოცნების მოთხოვნით სჯიდა კრიტიკულ მედიასაშუალებებს.
"კომისიამ სამ კრიტიკულ მაუწყებელს მთავარ არხს, ტელეკომპანია პირველს და ფორმულას სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ამ გზით, კომისიამ უპირობოდ გააძლიერა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი;- კომისიამ ედისონ რისერჩის კვლევის საფუძველზე ოპოზიციური პარტია გახარია საქართველოსთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია ფორმულა სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ არის ნათელი ჩანაწერი, რა დამატებით მექანიზმებს ითხოვდა კომისია", — წერია ანგარიშში.
მედიაომბუდსმენის დაკვირვებით, კომუნიკაციების კომისიის შექმნილი მედიააკადემია, რომლის ერთ-ერთ პლატფორმას მედიაკრიტიკა წარმოადგენს, სწორედ კრიტიკული მედიასაშუალებების გასაკრიტიკებლად შეიქმნა. ანგარიშის მიხედვით, მედიაკრიტიკის პლატფორმის მთავარი სამიზნე ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო. მედიაომბუდსმენის დასკვნით, გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია ქართული ოცნების მოთხოვნით სჯიდა კრიტიკულ მედიასაშუალებებს, კომისიამ სამ კრიტიკულ მაუწყებელს მთავარ არხს, ტელეკომპანია პირველს და ფორმულას სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა
უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამებისგამოუქვეყნებლობის გამო. ამ გზით, მედიაომბუდსმენის დასკვნით, კომისიამ უპირობოდ გააძლიერა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს კომუნიკაციების კომისია გადაწყვიტა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებლების მხრიდან უპრეცედენტო და საგანგაშო კანონდარღვევები გამოვლინდა და სადამკვირვებლო მისიებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
"მთავარი არხის, ფორმულას და ტვ პირველის კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე, კომუნიკაციების კომისიამ მყისიერად გამოთქვა შეშფოთება, რომ მაუწყებლების ქმედება ქმნიდა საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან დაინახა რისკი, რომ სხვა არხებიც მიბაძავდნენ აღნიშნულ სამ მაუწყებელს, რაც დააზიანებდა საარჩევნო გარემოს.მოგვიანებით ასეც მოხდა და ასევე ღიად, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ტელეიმედმა, მაესტრომ, პოსტვ-მ და რუსთავი 2-მა, რომ არ განეთავსებინათ ეთერში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რგოლები",— ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება მედიისთვის - თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები მუდმივად იზიარებდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და სჯიდა კრიტიკულ მაუწყებლებს. მედიაომბუდსმენი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ მუდმივად ირღვევა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟურნალისტების უფლებები, ხშირია მათთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტები.
"11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გახსნა პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. ონლაინ გამოცემამ აჭარა თაიმსმა გაავრცელა ვიდეო, რომ გზა რეალურად არ დასრულებულა და ის ბეტონის ფილებით არის გადაკეტილი. გაშუქების საპასუხოდ ჟურნალისტ სულხან მესხიძის უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა მობილურ ტელეფონზე. "აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში" — აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ოცნებიდან, დავით ბაციკაძე ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე პასუხობდა კითხვას. პასუხის შემდეგ ბაციკაძემ "სეპარატისტი" და "მოღალატე" უწოდა ბათუმელების ჟურნალისტს კითხვის დასმისთვის. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ამაზრზენი, სამარცხვინო და აღმაშფოთებელი”ვიდეორგოლების შინაარსი შეისწავლა და დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა",— ნათქვამია ანგარიშში.
“მედიაომბუდსმენი” მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას
აგრძელებს. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი
იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები