ISFED: "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რის გამოც, სხვა პარტიებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობდა
სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რის გამოც, სხვა პარტიებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობდა. ISFED - ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შეხვდა, რომელსაც წინ საზოგადოების უწყვეტი პროტესტი უსწრებდა. სამართლიანი არჩევნები ხაზს უსვამს, რომ რუსული კანონის მიღებას თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის დისკრედიტაციული კამპანია, ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების მცდელობა, მუქარის შემცველი ზარები და რიგ შემთხვევაში, ფიზიკური თავდასხმები.
წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო ანტიდასავლური, მათ შორის ევროსკეპტიკური გზავნილები და ამას ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაც დაემატა [...] მეტ-ნაკლებად, ყველა პარტიას შეეძლო, წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა [...] თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ქართული ოცნება მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო, მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა. ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურული პროექტისა და პროგრამის ინიცირებასა და მმართველი გუნდის სააგიტაციო ღონისძიებებში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების აქტიურ მონაწილეობას". — განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზეც საუბრობს.
"წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და მოქალაქეების პირადობის მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა [...] კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობა. აგრეთვე, პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებიც", — თქვა ნინო დოლიძემ.
ასევე, სამართლიან არჩევნებში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმაც დააზიანა. ორგანიზაციის განცხადებით, მედიებთან მიმართებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება არასამართლიანი იყო და მათ დასჯას ემსახურებოდა.
"მედიაგარემოც პოლარიზებული იყო. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ ეჭვი და რისკი გააჩინა ამ მედიებთან მიმართებით, საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზაციის შესახებ". — ამბობს ნინო დოლიძე.
სამართლიან არჩევნებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე 1 500 დამკვირვებელი ეყოლება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები