"ჩემი ხმა": წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სამივე შტო მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა
სადამკვირვებლო მისიამ ჩემი ხმა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში წარადგინა. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა.
"2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული", - წერია სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ყველა სახელმწიფო ორგანოს მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებამ ნეგატიური გავლენა იქონია წინასაარჩევნო პროცესზე. სადამკვირვებლო მისიაში შემავალი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სამივე შტო და ასევე, ე.წ. "დამოუკიდებელი ინსტიტუტები" სრულიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად.
"სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იყო/არის ცესკოს ან/და მმართველი პარტიის სასარგებლო. სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება ან საერთოდ არ ხდებოდა რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყებისა თუ დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით - მათ შორის, მუქარით, დაშინებით, სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით ზემოქმედებისა და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები“, — აღნიშნულია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი, რასაც წინ უძღოდა 2024 წლის აპრილში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება.
"სამოქალაქო სექტორის მიმართ მუქარა, სიტყვიერი თავდასხმა, დისკრედიტაციის კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში. არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც სამოქალაქო სექტორის დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის კამპანიაში არ იყო ჩართული. მათ შორის, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებით ცდილობდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შეჩერებას. ასევე, სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ნეგატიურ კონტექსტში ფიგურირებდა მმართველი პარტიის ოფიციალურ საარჩევნო რეკლამაში. წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე. პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც - ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო", — ნათქვამია ანგარიშში.
როგორც სადამკვირვებლო მისიაში ჩემი ხმა განმარტავენ, წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ტენდენცია იყო ასევე მმართველი პარტიის მიერ სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება.
მათივე შეფასებით, გამოვლინდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, მათ შორის მათ მხარდამჭერ აქციებზე საჯარო მოხელეების მათი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანა, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება.
"არათანაბარი იყო საარჩევნო კამპანიისა და ზოგადად, პარტიების დაფინანსების მასშტაბებიც. დაფიქსირდა მმართველი პარტიისათვის პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები, თუმცა ამ ფონზე სრულად უმოქმედო იყო ანტიკორუფციული ბიურო ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად. ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია. კომუნიკაციების კომისია, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევით ამაოდ ცდილობდა ნეიტრალურობის ფასადის შექმნას, უმეტესწილად უკანონოდ და დაუსაბუთებლად სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო კომპანიებს აჯარიმებდა. მკვეთრად უთანასწორო იყო საარჩევნო პერიოდში მედიაზე წვდომა საარჩევნო სუბიექტებისათვისაც. სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი. დადებითად უნდა შეფასდეს ცესკოს მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების ინფორმირების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების შეუფერხებლად რეგისტრაციისა და ასევე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის მიმართულებით. თუმცა, საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა. პრობლემურია ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების წილისყრით განაწილების წესის შეცვლა, რის გამოც კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესს, ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერ დააკვირდა", — აღნიშნულია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა არჩევნებზე კენჭისყრის პროცესს საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე საზღვარგარეთ დააკვირდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები