ცესკო: გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის,
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო, ცესკო მწუხარებას გამოთქვამს და მოუწოდებს "დაინტერესებულ პირებს", ადამიანის გარდაცვალების ფაქტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერს, რომ "კონკრეტული პირები უხეშად არღვევენ დანაშაულობის პრეზუმფციას".
"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.
სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.
გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას", — აცხადებს ცესკო.
კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას სატელეფონო საუბრისას "ენით აღუწერელი" შეურაცხყოფა მიაყენა.
"გარდაიცვალა, მოკლეს ალექსანდრე თურაზაშვილი, პირდაპირ შეგვიძლია, ასე ვთქვათ", — ასეთ კომენტარი გააკეთა, TV პირველის პირდაპირ ეთერში, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ალეკო ელისაშვილი, მოქმედი პარლამენტარის ქეთი თურაზაშვილის მამის და პარტია მოქალაქეების წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილის გულის შეტევით გარდაცვალებას. მისი თქმით, საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას სატელეფონო საუბრისას "ენით აღუწერელი" შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც თურაზაშვილის გარდაცვალება გამოიწვია.
"გარდაიცვალა, მოკლეს ალექსანდრე თურაზაშვილი პირდაპირ შეგვიძლია, ასე ვთქვათ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება. [...] ის ასეთ დღეში ჩააგდო ვინმე თეონა ჯაფარიძემ და მისმა მძღოლმა ვინმემ ლერიმ, მაგრამ ყველანაირად ვაგებინებთ მათ პასუხს.
ის შემოვლას ატარებდა უბნებზე, სადაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ დახვედრია მას, ამიტომ ტელეფონის ნომერი გაურკვევია ამ უბნების კომისიების თავმჯდომარეების და რამდენიმესთვის დაურეკავს და მოუკითხავს, რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული საბურთალოს რამდენიმე უბანი. [...]
პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენელმა საბურთალოს საარჩევნო კომისიაში, ვინმე თეონა ჯაფარიძემ, დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენად რომ ამ ზარის შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს და უთხრა, რომ მას ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და არ იცოდა, როგორ გადაიტანდა. [...]
[სახლში დაბრუნებულს] დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ამ ამაზრზენმა ხელისუფლებამ იგი", — თქვა ელისაშვილმა. (ტაბულას შიფრი)
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები