ტესტი: იცი, რა ზიანი მოაქვს პლასტმასის წარმოებასა და მოხმარებას?
ქვიზი შექმნილია პროექტის "შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით.
დღევანდელ მსოფლიოში პლასტმასას ძალიან დიდი ოდენობით ვაწარმოებთ და მოვიხმართ. ის შემდეგ გარემოში ხვდება და მას აბინძურებს. ასეთ ნარჩენებს ბუნებასა და ადამიანზე უარყოფითი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად კარგად აცნობიერებს თითოეული ჩვენგანი საფრთხეებს?
ამის გაგებაში წინამდებარე ტესტი დაგვეხმარება, რომელიც ცოდნის შემოწმების საშუალებას იძლევა.
ტესტი: იცი, რა ზიანი მოაქვს პლასტმასის წარმოებასა და მოხმარებას?
ტესტის დაწყება1 / 10 რა როლი აქვს პლასტმასის წარმოებას კლიმატის ცვლილებაში?
Sulapac
- წიაღისეული საწვავის მოხმარებას ამცირებს
- ჰაერიდან ნახშირორჟანგს შთანთქავს
- ატმოსფეროში დამცავი შრის ფორმირებას უწყობს ხელს
- მისი წარმოებისას სათბურის აირები გამოიყოფა
2 / 10 როგორ ფიქრობ, რა დრო სჭირდება პლასტმასის ბოთლის დაშლას?
Plastic Pollution Coalition
3 / 10 დაახლოებით რა ოდენობის პლასტმასა ხვდება ოკეანეებში ყოველწლიურად?
Freepik
4 / 10 რა გავლენა აქვს პლასტმასის ნარჩენებს წყლის ბინადრებზე?
tumblr
- ნარჩენების დაშლისას გამოყოფილი ნივთიერებებით სარგებელს იღებენ
- ნარჩენებს თავშესაფრად იყენებენ
- გავლენა არ აქვს
- საკვებში ერევათ და ჭამენ, რაც მათ ჯანმრთელობას ვნებს
5 / 10 რა გზით შეიძლება მოხვდეს პლასტმასის მიკრონაწილაკები ადამიანის ორგანიზმში?
PNGEgg
6 / 10 რა ხდება, როცა ჩვენს ორგანიზმში მიკროპლასტმასა ხვდება?
Medium
- იმუნიტეტი ძლიერდება
- საჭმლის მონელება უმჯობესდება
- წონაში ვიკლებთ
- ჰორმონული დისბალანსისა და სიმსივნის რისკი იმატებს
7 / 10 რა გავლენა აქვს პლასტმასის ნარჩენებს ნიადაგზე?
ezgif
- მცენარეების უფრო სწრაფ ზრდას უწყობს ხელს
- ნიადაგს აბინძურებს და მცენარეების ზრდას უშლის ხელს
- სასუქის როლს ასრულებს
- ნიადაგის ნაყოფიერებას აუმჯობესებს
8 / 10 დაასრულეთ წინადადება: პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის წარმოება...
cerinn park
- ენერგოეფექტიანია
- დიდი ოდენობით წიაღისეულ საწვავს საჭიროებს
- ენერგიის განახლებად წყაროებს საჭიროებს
- პლასტმასის ნარჩენებს ამცირებს
9 / 10 პლასტმასის ნარჩენების რა ნაწილი გადამუშავდება ყოველწლიურად?
Grist
10 / 10 დაბოლოს, როგორ აისახება პლასტმასით დაბინძურება მარჯნის რიფებზე?
Template Monster
- მათ ზრდას უწყობს ხელს
- მარჯნებამდე საკვები ნივთიერებები მიაქვს
- მათ აზიანებს და დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს
- არ აისახება, რადგან მარჯნის რიფები ნარჩენებს შთანთქავს და ოკეანეს ასუფთავებს
საქართველოში ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვისა და რესურსების მდგრადი მოხმარების კულტურის წახალისების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტის — "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში" — ფარგლებში, CENN ICLEI Europe-თან თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობის გზით. გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ აქ.

კომენტარები