გიორგი გახარია

გიორგი გახარია

23 Oct. 2024, 15:02

"მათ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საგარეო პოლიტიკაზე. აზრზე არ არიან, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა. იმ საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ. იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, რომ გამოვიდა ტელევიზიაში და საყოველთაოდ გვამცნო, აი, სიტუაციას ვალაგებო.

რომ გესმოდეთ, თუ რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, ქართული ოცნებისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება. იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკაში რესპუბლიკელებს უფრო მკაცრი მიდგომები ახასიათებთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობები და ამასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, ის, რომ ვიღაცა ტრამპის გამარჯვებას ელოდება, არის უბრალოდ მითი, რომელსაც ცდილობენ, რომ ოცნების რიგით ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მიყიდონ. ზუსტად ამ რიგითი ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი საპატიო თავმჯდომარის განცხადებაც, რომ თურმე ელჩთან არჩევნების შემდგომ შეხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. ბედნიერია ამით, მერე პრემიერიც ამას გამოეხმაურა, რა მაგარი პროგრესი გვაქვსო. ყოჩაღ! ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…