კახა კალაძე

კახა კალაძე

21 Oct. 2024, 10:47

როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) საერთო არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა კანონები, კონსტიტუცია. პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას, თუმცა მისთვის მისი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და ასეთ ადამიანს, "ქაჯებს", როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს. ეს ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციით არიან წარმოდგენილი, არადა აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ, ჩვეულებრივ მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეული და ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს, რა იკადრეს, რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავის სატელიტებთან ერთად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  4. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას…