შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

19 Oct. 2024, 19:01

"სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა" — აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ.

…ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა, შინ და გარეთ, დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე.

26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.

მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება!

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…