კახა კალაძემ სამტრედიაში "კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი" გახსნა
ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა.
ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გახსნა.
დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ცენტრის დაარსებაში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშირისო სპორტულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. აქ შეკრებილ ადამიანებს ყველას მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმხელაა სიხარული და სიამაყის გრძნობა, რომ, რა თქმა უნდა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, მთელ გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებთ და დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები.
ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ, რომ იყოთ წარმატებულები ცხოვრებაში. ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უეფას და ფიფას წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
ასევე, ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. დღეს საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არიან ჩვენი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მადლობა მათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მადლობა ლევანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში", — განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ცენტრის გახსნა მიულოცა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან ამაყი დღე არის, ვინაიდან თითოეული ასეთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსთან ერთად, ფიფასთან და უეფასთან ერთად, არის უდიდესი ბედნიერება და სიამაყის გრძნობა. ძალიან ამაყი ვარ დღეს, რომ შეგვიძლია ეს არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი გავხსნათ, რომელიც ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა კახი კალაძის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი ერქმევა ამ ცენტრს. მინდა, კახის მივულოცო, ჩემს მეგობარს, ღირსეულ ქართველს. ადამიანმა, რომელმაც ძალიან ბევრი სიხარული მოგვანიჭა წლების განმავლობაში, ვამაყობდით მისი სახელით, მისი თამაშით და მე ძალიან კარგად ხვდები, თუ რამხელა ბედნიერებაა კახისთვის. კახი, შენ ეს დაიმსახურე და მადლობას გეუბნებით ქართული ფეხბურთის ფედერაციის ოჯახის სახელით ყველაფრისთვის, რაც გააკეთე და რასაც გააკეთებ მომავალში", — განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა ფეხბურთელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
სამტრედიის საფეხბურთო ცენტრით ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულებით უფასოდ ისარგებლებენ, მის მოვლა-პატრონობას კი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები