კორძაია: ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს პირადობა ჩამოართვეს და პარტიის ოფისში წაიღეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
ქართლი ოცნების წარმომადგენლებმა წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვეს და პარტიის ოფისში წაიღეს — ამის შესახებ კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თამარ კორძაია ამბობს.
კორძაიას მტკიცებით, მათ ამ დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება შეუძლიათ.
კორძაიამ ბრიფინგზე მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაიწყონ გამოძიება დაუყოვნებლივ.
"არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები. მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს ქართული ოცნების ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა ქართული ოცნება.
22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს ქართული ოცნების ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ოფისში — ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ.
მეორე საკითხი (და ეს სახელისუფლო მანქანა უკვე მუშაობს ოპოზიციის და, განსაკუთრებით, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ) არის ის, რომ გუშინ ღამით, აჭარაში, ჩვენი წარმომადგენლები ე.წ. პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ გააჩერეს და სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მანქანა, რომელიც გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. ესეც არის აბსოლუტურად უკანონო ნაბიჯი და ხელისშეშლა, რადგან ჩვენი წარმომადგენლები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიდიოდნენ საარჩევნო ბანერების გასაკრავად აჭარაში. ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო მისიასთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ყველა ამ ფაქტის შესახებ მივაწოდებთ მტკიცებულებებს, მაგრამ დამატებით მათ ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას იმ კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში, სარგებლობენ ევროპული კეთილდღეობით, მაგრამ უკანონოდ ერევიან საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მის შედეგებზე, ქართული ოცნების სასარგებლოდ.
მინდა მივმართო ყველა ასეთ პირს: ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა სანქციების ქვეშ მოახვედრონ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ოცნების დავალებით ერევა და ინტერნეტ- კომუნიკაციის საშუალებით კრებს ხალხს, მათ მიმდევრებს და ცდილობს, დააშინოს საქართველოს მოქალაქეები, რათა არჩევნების შედეგები იყოს ისეთი, როგორიც უნდა ქართულ ოცნებას. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ არჩევნებამდე დარჩა 9 დღე და გამარჯვება ჩვენს მხარესაა. ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ თავისუფალი ნების არჩევანი საკუთარი და ჩვენი ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", — განაცხადა თამარ კორძაიამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები