სამოქალაქო იდეა: მმართველი პარტიის მთავარი დამფინანსებლები რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული
სამოქალაქო იდეა ქართული ოცნების შემომწირველების რუსულ კავშირებზე საუბრობს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი ძალის მთავარი დამფინანსებლები, ხშირ შემთხვევაში, რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული და სარგებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს.
"ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან: სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი და პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან", — ნათქვამია ანგარიშში.
სამოქალაქო იდეა წერს, რომ ყველაზე დიდი სარგებელი რუსული ბაზრის გახსნით და ბიუჯეტის აგროკრედიტის პროგრამით ქართული ოცნების ერთ-ერთმა მთავარმა შემომწირველმა ალექსანდრე ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის ძმამ მიიღო. ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორები დეპუტატი ზაალ დუგლაძე და მისი ძმები არიან. ორგანიზაციის მტკიცებით, ალექსანდრე ივანიშვილი და მისი რუსეთის მოქალაქე პარტნიორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერის მიერ სხვადასხვა ანგარიშებში ჩამოთვლილი საბიუჯეტო პროგრამების მთავარ მოსარგებლეებად გვევლინებიან.
"ალექსანდრე ივანიშვილი დუგლაძეების ღვინის კომპანიის და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის მეწილეა, მისი შემოწირულება ქართული ოცნებისთვის 335 768 ლარს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებულმა მეღვინეობის კომპანიებმა ოცნების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამიდან 10 მილიონამდე დაფინანსება მიიღო", — ნათქვამია ანგარიშში.
კვლევაში მოყვანილი მონაცემებით, ექსპორტი რუსეთში გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში ჯამურად შემცირდა.
"2024 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება კვლავ გაიზარდა, 16 მილიონ ლარამდე, თუმცა ამის მიუხედავად არავითარი პროგრესი მსოფლიოს პრიორიტეტულად გამოცხადებულ ბაზრებზე არ გვქონია, მაშინ როცა, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი გაიზარდა და 2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებზე დაყრდნობით 73.5%-ს მიაღწია,"— ნათქვამია ანგარიშში.
სამოქალაქო იდეა აღნიშნავს, რომ კვლევისას ნათლად გამოჩნდა სხვა ღვინის მწარმოებელი დონორებიც, რომლებიც ასევე მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ რუსეთთან: ავთანდილ კოჩაძე, დიმიტრი კოსტაროვი, ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე, ვაჟა ციგროშვილი და სხვები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები